17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა!გუშინ, ამ დღის აღსანიშნავად ფონდი ინკლუზივის ინციატივით ჰაინრიხ ბიოლის ფონდში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე
"ჰომოფობია - საზოგადოებრივი პრობლემა" დისკუსიამ საინტერესოდ ჩაიარა.
გასულ წელს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მან ჰომოფობია გაუთანაბრა საზოგადოებისთვის ისეთ საშიშ მოვლენებს, როგორიცაა რასიზმი, ნაციზმი, ნაციონალიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი და ანტისემიტზმი. ეს ყველაფერი ერთად კი ქსენოფობიის სახელით განსაზღვრა.
1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. ჰომოსექსუალობის დეპათოლოგიზაციის პროცესი 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც 1973 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ და 1975 წელს ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ დაადასტურა, რომ ჰომოსექსუალობა პათოლოგია არ არის.
ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის ტალღამ კიდევ უფრო მოგვიანებით გადაიარა. საქართველოში ზრდასრულ მამაკაცებს შორის ურთიერთთანხმობაზე დამყარებული სქესობრივი კავშირი ისჯებოდა
2000 წლის 1 ივნისამდე. ამ დღეს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, რომლიდანაც ამოღებული იყო სასჯელი ასეთი სექსუალური კავშირისათვის.
საბჭოთა კავშირში ამ სტატიის გამოყენება აქტიურად ხდებოდა დისიდენტების წინააღმდეგ.
სერგო ფარაჯანოვი ამ მუხლით 2-ჯერ გაასამართლეს. მსოფლიო კულტურულმა საზოგადოებამ დაგმო ეს ფაქტი. ივ სენ ლორანის, მარჩელო მასტორიანისა (რომელიც სერგოს თბილისში სტუმრობდა ხოლმე) და მიხეილ ჭიაურელის დიდი მცდელობის შედეგად იგი ციხიდან გამოუშვეს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში ამ მუხლით არავინ გაუსამართლებიათ მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალაში რჩებოდა 2000 წლის 1 ივნისამდე. თუმცა ამ მუხლის პრაქტიკაში გამოყენებას ხშირად მიმართავდნენ. ახდენდნენ
შანტაჟს, ფულისა და ინფორმაციის გამოძალვას და ა.შ.
საქართველოში ამ მუხლის გაუქმება ჩვენი ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანებას უკავშირდება და ერთობ ანეგდოტური ისტორიაა.
ტერი დევისი, ევროსაბჭოს დღევანდელი გენერალური მდივანი და იმ დროს საქართველოზე მოხსენებელი და მისი წევრობის აქტიური ლობისტი პირადად მუშაობდა წევრობის პირობებზე და რეკომენდაციებზე. მას გამორჩა ამ მუხლის გაუქმების რეკომენდაციის ჩართვა საერთო მოხსენებაში. ილგა-ს წარმომადგენელი ნაიჯელ ვორნერმა მოხსენების კითხვის დროს ბარათი აუგზანვა ტერი დევისს და გაახსენა ამ ლაფსუსის შესახებ. ტერი დევისმა ზეპირ მოხსენებაში დაამატა ეს მოთხოვნა და წერილობითში მოხსენების წაკითხვის შემდეგ შეიტანა. იმ ანეგდოტის არ იყოს "ის მესამე ვიღან იყოო" ამ ანეგდოტსაც არანაკლებ სასაცილო გაგრძელება აქვს: როდესაც სააკაშვილი ღიად დაუპირისპირდა წინა გეერალურ მდივანს ვალტერ შვიმერს მისი ასლან აბაშიძესთან სიახლოვის გამო და ტერი დევისის ღია ლობირება დაიწყო (ასეთ ქცევას დიპლომატიური პრაქტიკა უბრალოდ არ იცნობს) გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა იმას, თუ ვინ გაიმარჯვებდა არჩევნებში. წიასწარი შეფასებით შვიმერს სახელმწიფოების 80% უჭერდა მხარს, თუმცა, აღმოჩნდა ისე, რომ დევისმა გაიმარჯვა. საქართველომ საკუთარ აქტივში ჩაიწერა მისი გამარჯვება. სააკაშვილს არ უთქვამს, რომ საქართველოს გარდა ილგა (ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ასოციაცია) მუშაობდა სტრასბურგის დერეფნებში იმაზე, რომ ვალტერ შვიმერს მხოლოდ 2 ქვეყნის ხმა მიეღო იმ არჩევნებში. პარადქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო გეების მხარდამხარ ლობირებდა ტერი დევისს.
ფსოფლიო მასშტაბით ჰომოფობია კვლავ მძვინვარებს.
მსოფლიოს 80-მდე სახელმწიფოში ჰომოსექსუალური აქტის გამო აპატიმრებენ, ხოლო 9 ქვეყანაში სიკვდილით სჯიან. აღსანიშნავია ისლამისტური სახელმწიფოების მიდგომა. ამ ქვეყნებში, შარიათის კანონით სიკვდილით სჯიან მხოლოდ ისეთ ჰომოსექსუალურ აქთში მონაწილეებს, რომლებიც სრულწლოვნები არიან და ნებაყოფლობით დაამყარეს იგი.
არ ისჯება პედერასტიზმი! ანუ სრულწლოვანი ადამიანის მიერ არასრულწლოვანთან ამ უკანასკნელის ნების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ძალადობა არ ისჯება!
სულ ცოტა ხნის წინ ბატონი პრეზიდენტი ზარზეიმით დახვდა პოლონეთის პრეზიდენტს პან
ლეხ კაჩინსკის, თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტმა კი მას საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭა (რატომ? ზბიგნევ ბჟეზინსკის რომ მიანიჭეს ძალიან მეამაყა, მაგრამ ეს კაცი რა შუაში იყო?). პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოფო ხალვაში პირველ ადგილზეა პოლონურ ჩარტებში და ჩვენდა გასაოცრად ისიც დასძინა, რომ პოლონეთი დემოკრატიული განვითარების შუქურაა ევროპაში. ვინც ჩვენს ჟურნალს ადევნებს თვალყურს ეცოდინება, რომ პოლონეთი მოიაზრება ყველაზე არადემოკრატიულ სახელმწიფოდ ევროპაში (ჩვენზე მეტად არადემოკრატიულად). ლეხ კაჩინსკი და
მისი ტყუპისცალი ძმა იაროსლავ კაჩინსკი, რომელისაც პრემიერმინისტრის თანამდებობა უკავია პოლონეთის ოჯახთა ლიგას წარმოადგენენ. ეს პარტია დაახლოებით მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის პოლონური ვარიანტია. მათი იდეოლოგიისთვის დამახასიათებელია ფაშიზმი და პოლონიზმის კულტის დამკვიდრება.
ლეხ კაჩინსკი ვარშავის მერობის დროს ზედიზედ კრძალავდა გეი პრაიდებს და სანქციას გასცემდა
ფაშისტურ დემონსტრაციებზე. მისმა მთავრობამ ახლახანს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში იკრძალება ჰომოსექსუალობაზე საუბარი, ხოლო ის მასწავლებელი ან პროფესორი ნებისმიერი ფორმით გამოამჟღავნებს ჰომოსექსუალურ ორიენტაციას (ქცევაზე არ არის საუბარი) დაუყოვნებლივ
გათავისუფლდება თანამდებობიდან. ყოველივე ამის შემდეგ ბატონი სააკაშვილი აბსურდულ შეფასებებს აკეთებს. ჩვენს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მისი ხალხი იმდენად ბნელია, რომ რასაც უნდა იმას მიყიდის. ბატონი პრეზიდენტს შევარდნაძე დაემართა!
ფონდი გუშინდლამდე გეგმავდა ლგბტ უფლებებზე დოკუმენტური ფილმის
"ცისარტყელის დასასრულის" საზოგადოებრივი მაუყებლის ეთერით გაშვებას. წინასწარი თანხმობა არსებობდა და დეტალებზე მიდიოდა საუბარი. ჩვენ არ მოგვითხოვია მაუწყებლისთვის თანხების გამოყოფა ფილმის შეძენისთვის და ადაპტირებისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ ფილმის ჩვენების უფლება, ვთარგმნეთ და საკუთარი სახსრებით გავახმოვანებინეთ ფილმი და მას შემდეგ რა მათ მაგიდაზე მზა პროდუქცია აღმოჩნდა და ქალბატონი
თამარ კინწურაშვილი ჩამობრძანდა ევროვიზიიდან უცებ აღმოჩნდა, რომ ბადეში ადგილი ვერ მოინახა ჩვენი ფილმისთვის. უხერხულია აქ დავაკოპიროთ მათი დღევანდელი პროგრამა. ბოლოს ვკითხეთ - ნუთუ არ შეიძლება ესპანეთის საფეხბურთო ლიგის მიმოხილვის და კინოფილმ "აგენტი მეტსახელად სპოტის" 1 საათით დაგვიანებით ჩვენება? მათ გვიპასუხეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემებეია და ვერაფერს გახდებიან. არ დაუკონკრეტებიათ როდესმე თუ შეძლებენ ფილმის გაშვებას და აღარ პასუხობენ სატელეფონო ზარებს. ჩვენ პროტესტის ნიშნად წერილი მივწერეთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რათა მაუწყებლის მიერ ქცევის კოდექსის ეს უხეში დარღვევა და მათი წევრობის საკითხი გგანხილონ. იმედს ვამყარებთ მათ გულისხმიერებაზე. ცივილური მოქმედების ყველა სხვა გზა ამოწურული გვაქვს. ასე აღნიშნა მაუწყებელმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე.
რატომ იბრძვიან ლგბტ უფლებების დამცველები ჰომოფობიის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით? როგორც ბერლინის მერი აღნიშნავს:
პროგრესი არ შეიძლება იყოს შეუქცევადი გარდატეხვა რეპრესიიდან თავისუფლებისკენ. ყოველთვის რჩება შანსი, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგეს. 1920-იანი წლების ბერლინი მსოფლიოს გეი დედაქალაქად იყო მიჩნეული და სერიოზული მოლოდინი არსებობდა, რომ პარლამენტი ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციას მოახდენდა. თუმცა დადგა 1933 წელი და მთავრობაში ნაცისტები და ჰიტლერი მოვიდნენ.
ჰომოფობიის მსხვერპლი პრავალი ათეული ათასი ჰომოსექსუალი გახდა. საკონცენტრაციო ბანაკებში უხვად არის შემონახული ტუსაღების ვარდისფერსამკუთხედდაკერებული ფორმები. მიუხედავად ამისა არც ერთი კუთხე არ არსებობს იმ ხალხის ხსოვნის პატივსაცემად (არსებობს ყველა სხვა ჯგუფის კუთხე: ებრაელების, სლავების, ბოშების და ა.შ.).
არავინ არ უნდა დაივიწყოს ის საშინელება რაც სოციალურ ფობიებს მოაქვთ კაცობრიობისთვის. დიახ კ
აცობრიობისთვის და არა ინდივიდუალთა კონკრეტული ჯგუფებისთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რომელიმე ფობიის მსხვერპლი თავადაც შეიძლება გავხდეთ. იბრძოლეთ ჰომოფობიის წინააღმდეგ, რადგან...
ფონდი ინკლუზივი გაფრთხილებთ: ჰომოფობია მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის! Homophobia kills!ფონდი ინკლუზივი
17.05.07
P.S. გამოვიდე ჟურნალ მე-ს 4-ე ნომერი, რომელიც ლესბოსელებს ეძღვნებათ!ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულიდან ჩამოტვირთოთ.
http://www.inclusive-foundation.org/home/?...cations&lang=ka