კრიმინალი - გიორგი ჩაკვეტაძე, უნდა გასამართლდეს!!!
საქართველოს პარაოლიმპიური გუნდი რიოში გასამართ ზაფხულის თამაშებზე გაემგზავრა. ჩვენი ქვეყნისთვის, ეს რიგით მესამე პარაოლიმპიადა იყო. თვალშისაცემია, ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ ხნის განმავლობაში განიცადა. თუ 2008 წელს პეკინში, საქართველოს ღირსებას ერთი ათლეტი იცავდა, ხოლო 2012-ში, ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ ორი პარასპორტსმენი გამოდიოდა, ამჯერად ჩვენს ქვეყანას რიოში 5 პარაოლიმპიელმა წარმოადგინა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს შავ ლაქად ადევს, საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტში მაისის თვეში განხორციელებული საბოტაჟი, რომელშიც ახალი ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო სტრუქტურების გარდა ძველი კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე მყოფი გიორგი ჩაკვეტაძე მონაწილეობდა. ჩაკვეტაძე, რომელიც პრეზიდენტის პოსტს, სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის "კალთის ქვეშ" შეფარვით იკავებდა და რეალურად არცერთ იმ წარმატებულ პროექტში "ტაშის დამკვრელადაც" არ მონაწილეობდა, რომელიც კომიტეტმა ბოლო 2 წლის განმავლობაში განახორციელა. მიუხედავად მისი უმოქმედობისა, ის პარაოლიმპიური კომიტეტიდან, სწორედ საბოტაჟის მოწყობის მუქარით, არ ტოვებდა პრეზიდენტის პოსტს, ხელს ითბობდა არსებული ვითარებით და როგორც ფინანსურად ისე მორალურად ტვირთად ედო პარაოლიმპიურ კომიტეტს და მის შემადგენლობას. პარაოლიმპიური კომიტეტის ძირითადი გუნდი, მის გაშვებას, ოქტომბერში გასამართ არჩევნებზე მშვიდიბიანი გზით გეგმავდა, თუმცა ხარბმა და გაუმაძღარმა პრეზიდენტმა, უარი ვერ თქვა იმ ფინანსურ წინადადებაზე და გარანტიებზე, რომელიც ხელისუფლების დღევანდელი წარმომადგენლებისგან მიიღო. კონკრეტულად კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან მიღებული უფლებით, ჩაკვეტაძემ პარაოლიმპიური კომიტეტის ბიუჯეტიდან საკუთარ ანგარიშზე ჩაირიცხა 30 000 ლარი და კანადაში გაიხიზნა. წასვლამდე რამდენიმე დღით, ადრე კი მან კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი ჩუმად დატოვა და საქმის კურსში მხოლოდ გამგეობის ის წევრები ჩააყენა, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული დირექტივებით მოქმედებდნენ. შედეგად ამ "შავბნელი" ძალების მიერ არჩეულ იქნა, ახალი პრეზიდენტი, შალვა მაისურაძე, რომელიც პარალელურად თბილისის მერიაში ერთერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. ნარმანიას უწყებაში, შალვას ერთერთი საპასუხისმგებლო სფერო აბარია. მოგვიანებით შალვა მაისურაძის დაქვემდებარებაში, თბილისის პარაცენტრიც გადავიდა. ყველაფერ ამის ფონზე აღარავინ კითხულობს ჩაკვეტაძის მიერ მიტაცებულ 30 ათას ლარს,(ამას ემატება შესაბამისი ოდენობის საშემოსავლო 20 %-იც რამაც რეალურად პარაოლიმპიური კომიტეტის ხაზინა კიდევ უფრო მეტი ზარალი მიაყენა) რომელიც მან პარასპორტსმენებს წაგლიჯა. აქედან გამომდინარე, ის ვერსია, რომ ჩაკვეტაძის "ზურგს უკან" ჩატარებული გადადგომისა და ახალი არჩევნების "ჩუმად" დანიშვნის პროცესი, რომ სახელმწიფოს მაღალ ეშელონებთან ერთად იყო დაგეგმილი, რეალურ სახეს იძენს. სრულიად ქართველ პარასპორტსმენთა სახელით, მივმართავთ ხელისუფლებას, გაირკვეს გიორგი ჩაკვეტაძის ადგილსამყოფელი, ჩამოერთვას ნებისმიერი სახით შშმ პირთათვის წართმეული თანხა. იქნას გამოძიებული მისი დანაშაულის ხარისხი და პარაოლიმპიური კომიტეტის ყოფილ პრეზიდენტს დაეკისროს შესაბამისი სასჯელი.
წყარო:
https://www.facebook.com/Georgian-National-...amp;pnref=story რატომ არ იჭერენ ამ პატიოსან კაცს? 36 ათასამდე მოიპარა, კანადაში გაიქცა და მთავრობის მხრიდან რეაქცია არანაირი
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)