[B]გილოცავთ სვეტიცხოვლობას![B]
ძველი სტილით_1 ოქტომბერს(ძვ.სტილით_14 ოქტომბერს)

სულთმოფენობიდან მე-20 შვიდეული. ხუთშაბათი
დღესასწაული საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე და მირონმდინარე სვეტისა. საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი; სოდონიასი და აბიათარ მღვდელისა, ურიაყოფილისა (IV); მოციქულ ანანიასი, სამოცდაათთაგანისა (I); ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელისა (დაახ. 556); ღირსმოწამე დომნიანე თესალონიკელისა (IV); ღირსმოწამე მიქაელისა – ზობიელ იღუმენისა და მასთან 36 ღირსმოწამეთა (780-790); მცხეთობა-სვეტიცხოვლობა.................
........................................................
განმარტება საუფლო კვართზე აქვს მრავალ წმინდა მამას: კვიპრიანე კართაგენელს, კოზმა მაიუმელს, ისიდორე პელუსიოტს, მაქსიმე აღმსარებელს, აგრეთვე, სწავლულ და ფილოსოფოს ბერს თეოდორე ზიგაბენს.
იოანე ღვთისმეტყველი გვამცნობს, რომ კვართი არ განხიეს მხედრებმა, სამოსელი მათ ოთხ ნაწილად განიყვეს და ყოველივე ამით აღსრულდა წინასწარმეტყველება, რომელიც დავითის 21-ე ფსალმუნში იყო – „განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი“.
.........................................................
დასაბამიდან ასეთი წესი და ჩვეულება ყოფილა ჩვენს ეკლესიაში: საკურთხეველად გამზადებული ეპისკოპოსები, უპირველეს ყოვლისა, მოვიდოდნენ ხოლმე სვეტი ცხოველის წინაშე და აღთქმას დებდნენ „მრავლისა სარწმუნოებისათვის და ერთგულებისათვის კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის და თავისა და სულისა დადებისათვის, ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, პატრიარქისათვის და საღმრთოთა წესთა დაცვისათვის“ და მხოლოდ ამის შემდეგღა დაასხამდნენ ხოლმე ხელს გამორჩეულ პირს ეპისკოპოსად.
ნიკოლოზ გულაბერისძე ასეთ შემთხვევას ჰყვება: ერთხელ ბურდუხან დედოფალმა იგი აიძულა აჩქარებით დაესხა ხელი ერთ-ერთი სასულიერო პირისათვის ეპისკოპოსად და ტრადიციისაგან განსხვავებით, ეს მოიმოქმედა არა სვეტიცხოველში. იმავე საღამოს ნიკოლოზს უფალი გამოეცხადა და უთხრა: „მე ვიცი, რომ შენ ეს დედოფლის იძულებით გააკეთე, მორჩილება ჰყავ და ამჯერად მიპატიებია, მაგრამ შემდგომში თუ ეს განმეორდა, სასჯელს ვერ გადაურჩები“. ამრიგად, სვეტიცხოველი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი დედა-ეკლესიაა საქართველოში.
იყო დრო, როცა მწვალებლობა ზეიმობდა რა მრავალ ქვეყანაში, ეპისკოპოსები ივერიაში ჩამოდიოდნენ და ჩვენს დედა-ეკლესიაში – სვეტიცხოველში იღებდნენ სამღვდელმთავრო ხელდასხმას, რამეთუ ჩვენთან მართლმადიდებლობა უბიწოდ და შეუგინებლად იყო დაცული. ასე, მაგალითად, ბიზანტიაში ხატმებრძოლობის მწვალებლობის მძვინვარების ჟამს, სვეტიცხოველში ეპიკოპოსად იკურთხა წმიდა მამა იოანე გუთელი.
.........................................................................
ეკლესიის ისტორიიდან და არაერთი საისტორიო წყაროდან ჩანს, სვეტიცხოვლიდან საუკუნეების განმავლობაში მოედინებოდა სურნელოვანი მირონი, დღეს კი ეს სასწაული აღარ ხდება, რატომ?
საეკლესიო აზროვნებაში ორი განსხვავებული შეხედულება და ახსნა არსებობს. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს ნიშ-სასწაული ღმერთმა შეწყვიტა ჩვენში ურწმუნოებისა და უსჯულოების გამრავლების გამო. ამჟამინდელი ათეისტები ახმაურდებიან და იტყვიან, რომ ასეთი რამ საერთოდ არ ხდებოდა და ეს ყველაფერი ეკლესიამ შეთხზაო. მაგრამ, ჩემო კეთილო, აკი, დღესაც სდით წმიდა ხატებს სურნელოვანი მირონი, ცრემლი, სისხლი, რაც მეცნიერებისათვის აუხსნელია და რა არის იმაში საკვირველი, რომ ესოდენი სიწმიდე მირონმდინარე ყოფილიყო? გეტყვით, როგორც ერთ დროს თომას უთხრა უფალმა: „ნუ იქნებინ ურწმუნო, არამედ გრწმენინ“.
სხვა შეხედულებით კი, როგორც ქართველი ისტორიკოსი – პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს, ისეთმა უსჯულო ადამიანმა(შაჰ აბას პირველმა) შეახო ხელი წმიდა კვართს, რომ მირონდენა შეწყდაო.
..........................................
უწინ ქართველებს უცხოელები მანდილის ქრისტიანებს უწოდებდნენ. იგულისხმება წმიდა დიდმოწამე გიორგის ცნობილი სასწაული, ბეირუთის მახლობლად ურჩხული რომ დაამარცხა და შესაჭმელად განწირული მეფის ასულის მანდილით შეკრული ამავე ქალწულის ხელით ქალაქში მოთვინიერებული რომ შეიყვანა. ესაა ღვთისა და წინაპართაგან ნაანდერძევი ჯვარი და მისია ქართველი ერისა, ესაა წმიდა გიორგის განსაკუთრებულად შემყვარებელი ერის დაუხსნელი აღთქმა: მარად ებრძოდეს და ღვთის ნიშით ამარცხებდეს ბოროტებას! დე, საუფლო კვართსა და სვეტიცხოველში ნააზრევი სიმბოლური მნიშვნელობანი გაესიგრძეგანებინოს ჩვენს ერს, შეეცნოს ჭეშმარიტება, რაც უფლის სიტყვისაებრ გაათავისუფლებს მას მონობისაგან. ჩვენმა ერმა უნდა დაიცვას ეკლესიის მთლიანობა (დღეს აგრერიგად გამრავლებულ სექტათა და სქიზმათა ოკეანეში) და მაცხოვრის ერთგული და მორწმუნე იყოს მარად.
........................................................................................
[B]დღეს საღამოს 6 საათზე მცხეთაში, სვეტიცხოველში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აღავლენს ლოცვას!
.........[B]
ხვალ კი_სვეტიცხოვლობაა!
გფარავდეთ უფალი!

მითხარი...