#51509481 · 16 Oct 2017, 00:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგეხსენებათ, პატივცემულო იუზერებო და კიდევ უფრო ნამეტნავად პატივცემულო მოდერებო, რომ ეს ჩვენი პოლიტ-განყოფილება გადავსებულია ზედმეტი და სრულიად უსარგებლო ინფორმაციით და ბევრი იუზერი ხშირად იძულებულია უამრავ თემას გადაავლოს თვალი, რათა გაერკვეს, სად რაზეა საუბარი, ხოლო ამაში საკმაოდ დიდი დრო ეხარჯება. ცხადია, მოდერები ვერ აუდიან უაზრო თემების დაკეტვა-გადამისამართებებს და ზოგჯერ კარგ თემასაც კი მექანიკურად მოისვრიან ხოლმე მოუსავლეთში...
ჰოდა, თხოვნა მაქვს ასეთი: აიპინოს ცალკე თემა, სადაც ყოველდღე იქნება დღის განმავლობაში გახსნილი თემების მოკლე აღწერილობა თავისი ლინკებით. აღწერილობა შეიძლება სულ ორი-სამი წინადადებითაც კი შემოიფარგლოს, მაგრამ მისახვედრი იქნება ყველასთვის...
შესაძლოა, მოდერატორებს არ მოუნდეთ/დაეზაროთ ყოველი თემის კომენტირება, მაგრამ გამოსავალი აქაც არის - თემის გახსნის წინ ავტორმა თავადვე ჩაწეროს თემის მოკლე არსი და ეს არსი გადავიდეს იმ აპინულ თემაში ლინკთან ერთად.
ვფიქრობ, ამ საიტის მომსახურე პროგრამისტს არ უნდა გაუჭირდეს ასეთი ფუნქციის ჩამატება...
თუ ძალიან ვცდები, მაშინ ბოდიშობანა...
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|