კომპანიაში გავაკეთეთ პრო-ბონო განყოფილება და ვიღებთ საქმეებს უფასოდ.
თუ დახმარება გჭირდებათ და მისასვლელი არსად გაქვთ დაგირეკეთ ან მოდით.
პირადში თუ მომწერთ, კონსულტაციას აქაც გაგიწევთ.
ეს ჩვენი პრო-ბონოს დასააფიშირებელი ტექსტია და გაეცანით ინტერესის შესაბამისად:
უფასო იურიდიული მომსახურება
ჩვენს ქვეყანაში უამრავ ადამიანს ესაჭიროება იურიდიული დახმარება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო მათ უმეტესობას არ შეუძლია მისი მიღება.
იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩვენი კომპანია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას.
თუ თქვენ გაქვთ სამართლებრივი პრობლემა ჩვენი კომპანია მზადაა გაგიწიოთ კვალიფიციური იურიდიული მომსახურება სრულიად უფასოდ.
პრო-ბონო ვრცედება სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე დავებზე: თუ მიგაჩნიათ, რომ საკრედიტო ორგანიზაცია საკუთარის განხორციელებისას, თქვენს უფლებებს არღვევს აუცილებლად მოგვმართეთ და დაგეხმარებით პრობლემის მოგვარებაში.
პრო-ბონოს კატეგორიაში ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული დავები: თუ მიგაჩნიათ, რომ ჯარიმა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა გამოგიწერათ რეალურად არ გეკუთვნოდათ, აუცილებლად მოგვმართეთ და დაგეხმარებით.
პრო-ბონო კატეგორიაში ექცევა ასევე ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული შემთხვევების სამართლებრივი უზრუნველყოფა.
თქვენი ნებისმიერი მოქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გახდეს შეუქცევადი სამართლებრივი შედეგის მომტანი! ნუ დააყოვნებთ და ნუ მიენდობით ბედს, იზრუნეთ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე, გამოიყენეთ შესაძლებლობა და დაგვიკავშირდით.
P.S. კომპანია პრო-ბონო საქმეების აღებისას არ იზღუდავს თავს ზემოთ მითითებული კატეგორიებით და განსაზღვრავს დამატებით კრიტერიუმებს. იმისათვის, რომ გაარკვიოთ ექცევა თუ არა თქვენი საქმე პრო-ბონო კატეოგორიაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:
☎ 032 2 05 06 67 მობ: 597 75 87 03
მისამართი: თბილისი, მიცკევიჩის ქ N4
ელ-ფოსტა: info@dejure.ge
"დე იურე" - თქვენი ინტერესების სადარაჯოზე!
This post has been edited by tolya on 16 Oct 2017, 18:04