ის რაც ყველამ ვიცოდით, ახლა სტატისტიკითაც დამტკიცდა, გამოკითხვამ დაადგინა რომ მართლმადიდებლური ეკლესია დეგრადირების გზას მყარად დაადგა - სტატისტიკის მიხედვითაც (თორე ისედაც ცხადი იყო)
2017 წლის აპრილის გამოკითხვის შედეგებით, ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად მხოლოდ 14% აფასებს,
როცა
2016 გამოკითხვებით ამ კატეგორიის გამოკითხულთა რაოდენობა 32% იყო,
ხოლო 2015 წელს – 43%.
კერძოდ, კითხვაზე, "როგორ შეაფასებდით საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას",
2015 წლის აპრილში გამოკითხულთა 75% პასუხობდა, რომ "კარგად".
ეს მაჩვენებელი 72%-მდე ჩამოვიდა 2016 წლის მარტში,
58%-მდე - 2017 წლის აპრილში,
ხოლო ახლა - 56%-ია.
ამასთან, მოიმატა მათმა რიცხვმა, ვინც "ცუდად" აფასებს ეკლესიის საქმიანობას. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 2% იყო, ხოლო 2018 წელს - 8%-ია.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კონსერვები გადაშენების გზას ადგანან, მალე ჩემი ქვეყნის წურბელები ბიუჯეტიდან ჩახსნილი მენახოს, სხვა წურბელებთან ერთად!