მკვდრის ღრმად ჩაფლა და მასზე ქვის დადება პრეპრეპრეისტორიული ფენომენია. ადამიანებს იმ ძნელ ეპოქაში მიაჩნდათ რომ გარდაცვლილთა სამეფოში გადაბარგებული მკვდარი ცოცხლებზე დაიწყებდა შურისძიებას და საჭირო იყო ქვა, რომ ის იქიდან არ ამომძვრალიყო.
მას მერე დასაფლავებამ ათას ფანტაზიას უმასპინძლა: ხეებზე დაკიდება, პირამიდა, მუმია, მავზოლეუმი, პერლაშეზი, ინდორზე ჯვრები, ბეკეკო ქვაში და კრემაცია.
კრემაცია თითქოს ძაან პროგრესულია:
1.არ იკავებ ადგილს დედამიწაზე (სერიოზული პრობლემაა შთამომავლებისთვის)
2.მოსხეპით ასრულებ ჭიაღუების შრომას
3.გეძლევა საშუალება ლამაზი ანდერძი შეასრულებინო შთამომავლებს (მიმაფრქვიეთ კასტელო მარედან შავ ზღვაში ეტქ.)
მაგრამ სერიოზული ორი ნაკლი აქვს, სამი.
1. რელიგია გვიკრძალავს, არადა რელიგია რაც არ უნდა ინვოლირდეს რიტუალურ სამსახურობას მაინც გაწევს. პანაშვიდებზე შთამომავლები მაინც ტრადიციულს მისცემენ უპირატესობას - დაგმარხავენ.
2. სხეულის დაწვას ბევრი საწვავი სჭირდება და შესაბამისად ეკოლოგიურად მავნეა.
3. ნათესავებს არ აქვთ ბუნებაში შეკრების და შენი გახსენების ადგილი/საბაბი.
https://m.facebook.com/photo.php?fbid=10155...4&source=48ხოდა
გთავაზობთ.
უქვო და უტაბლიჩკო დასაფლავებას.
სრული მიმიკრია, სიმშვიდე და განზავება/ერთიანობა ბუნებაში.
კუბოთი ან კუბოს გარეშე.
ზუსტი ადგილსამყოფელი შეგიძლია იცოდე ჯიპიარესით ან ბიპერი ჩიპით 50 წ ხანგრძლივობით.
მაგ სურათზე როა, ეგ შუალედური ვარიანტია. საკუთარ ეზოში, პომპეზურობის გარეშე. თუმცა ეგეც ზედმეტია. მე ლიჩნად არ ამოვძვრები. და რომც ამოვძვრე, მხოლოდ იმისთვის რომ დაგლოცოთ და შემოგციცინოთ.
ამას სჭირდება საკანონმდებლო ბაზა.
რაიმე გლობალური სასარგებლო ტრენდი ხო შეიძლება საქართველოდან დაიწყოს?
ხოდა
346.კანონის21ა მუხლის მიხედვით, ყველას უნდა შეეძლოს იყოს დამარხული საკუთარ მფლობელობაში არსებულ მიწაზე იმ პირობით, რომ მიწისზედა სასაფლაოს საიდენტიფიკაციო ნიშნები არ უნდა დაედგეს.
ყველას უნდა შეეძლოს იყოს დამარხული საჯარო სპეციალურ პარკში მიწისზედა იდენტიფიკატორების გარეშე.
ჩვენმა წინაპრებმა იმითაც გვცეს პატივი, რომ ყველა მათგანის სასაფლაოზე ქვა არ დევს და ადგილს არ იკავებს.
წარმოიდგინეთ 19 მილიონი საფლავის ქვა საქართველოში. კუდის მოსაქნევი ადგილი არ დაგვრჩებოდა.
სამაგიეროდ ადგილს ვართმევთ შთამომავლებს ჩვენ, ადამიანები რიმლებიც დავიბადეთ 1930 წლის შემდეგ, პერმანენტულად ვართმევთ შთამომავლებს 3მ' ფართს. ასე გაგრძელება არ შეიძლება.
მიწა იყავ, მიწად და არა სასაფლაოდ იქეც (ნუ, 99წლის შემდეგ).
This post has been edited by axalirevolucia on 17 Oct 2017, 08:01
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!