მგონი, ყველა კანდიდატი საუბრობს საზ. ტრანსპორტის განვითარებაზე... ზოგი ესტაკადებსა და გზებსაც ახსენებს და ზედ მეტროსაც აყოლებს... მაგრამ რამდენად რეალურია ყოველივე ეს? რა ხარჯებზეა საუბარი? რატომ არ კეთდებოდა ყოველივე ეს აქამდე?
ან საიდან მოვიძიოთ საჭირო თანხები?
ამ დღეებში წავიკითხე საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე..
ქვევით მაქვს დათვლილი ეს ხარჯები (შესაბამისი წყაროებით) და რესურსების მოძიების ვარიანტი...
კარგი იქნება თუ ბოლომდე წაიკითხავთ საზ. ტრანსპორტთან ერთად ესტაკადები, გზები და კაი ცხოვრება კი არა, თვითონ საზ. ტრანსპორტის ფული თუ გვაქვს ეგეც საკითხავია...
მაშ ასე:
ტრამვაის ხარჯი: 342 მილიონი ლარი
800 ახალი ავტობუსის შეძენის ხარჯი: 322 მილიონი ლარი (ჩემ მიერ უხეშად დათვლილი (30 მილიონ დოლარი გაყოფილი 143-ზე, გამრავლებული 80%-ზე (20%-ით იაფად რომ შევიძინოთ დანარჩენი ავტობუსები) და გამრავლებული 800-ზე (ამდენი ავტობუსია ქალაქში საჭიროო, როგორც ტტც-ს წარმომადგენელმა თქვა) და გამრავლებული 2.4-ზე (კურსი))
მარტო ეს უკვე ურტყამს 700 მილიონ ლარს...
ახლა რა ხდება მეტროში... 24-ზე მეტი ესკალატორი სასწრაფოდ შესაცვლელიაო და თითო სადგურზე 5 მილიონი დოლარი ჯდება ცვლილებაო... ანუ მინიმუმ 8 სადგურზე... ეგეც კიდევ 96 მილიონი ლარი... (ხომ მეთანხმებით რომ უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია საზ. ტრანსპორტში?)
აგრეთვე შესაცვლელიაო 30-ზე მეტი სადრენაჟო ტუმბოები... მაგის ხარჯი არ წერია, მაგრამ მეეჭვება, იაფი დაჯდეს... + ვენტილატორები (ბევრიო)

არც ეს ამბავი გამოიყურება კარგად...
ყოველივე ეს მერიის მიერ დაკვეთილი კვლევიდან, რომელიც მოამზადა CDIA-მ...
წყარო:
http://k-learn.adb.org/system/files/materi...cts-tbilisi.pdfჯამში ავედით 800 მილიონიან ხარჯზე (ძალიან უხეში დათვლებით)...
თბილისის ბიუჯეტი არის 1 მილიარდ ლარამდე...
გასაგებია, რომ მეტწილად ყოველივე ამის დაფინანსება მოგვიწევს აღებული ვალით...
მოკლედ, რომ გითხრათ დაშვებების შესახებ: პროცენტი=5% (ვიცი, რომ საკმაოდ დაბალია, მაგრამ სახელმწიფო რახან იღებს მაგიტომ დავწერე.. ვინც იცით რა პროცენტში გვაძლევენ სესხს მითხარით და თავიდან დავთვლი ამ მონაცემებს), აღებული ვალი 800 მილიონი ლარი, გადახდა ხდება ყოველწლიურად.
ვადების მიხედვით ყოველწლიური გადასახადი:
10 წელი = 103 მილიონი
20 წელი = 64 მილიონი
30 წელი = 52 მილიონი
40 წელი = 46 მილიონი
50 წელი = 44 მილიონი
უმრავლესობა თანხმდება, რომ გამართული საზ. ტრანსპორტის გარეშე ქალაქში გადაადგილება იქნება (არის) საშინელება...
მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ რომ ეს ბედნიერება ძალიან, ძალიან ძვირი ჯდება...
მაქვს ასეთი ვარიანტი:
მანქანებთან დაკავშირებული ყველა გადასახადიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი მოხმარდეს საზ. ტრანსპორტის განვითარებას...
მანქანის განბაჟება იქნება ეს თუ აქციზის გადასახადი საწვავზე..
რა თანხებზეა საუბარი?
"2014 წელს ქვეყანაში, 19 ეკონომიკური აგენტის მიერ შემოტანილია 1415 მლნ. ლარის ღირებულების 903.2 ათასი ტონა საავტომობილო საწვავი."
(წყარო:
http://competition.ge/images/upload/%E1%83...90%E1%83%93.pdf )
აქციზი: "1 ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250-დან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელის საწვავზე - 150-დან 400 ლარამდე."
არ ვიცი რომელი რამდენი პროცენტით იყიდება, ამიტომ საშუალოდ 450 ლარი ავიღოთ 1 ტონაზე...
903 200 * 450 =
406 440 000 ლარი... ეს ოდენობა იყო 2014 წელს, 2017 წელის კი გაზრდილი იქნება... რაში მიდის ეს თანხა, ან რატომ, არ ვიცი.. მაგის ნაწილი საზ. ტრანსპორტის დაფინანსებას რომ მოხმარდეს კი, ჩემი აზრით, სწორი იქნება.. ადამიანი, რომელიც დადის მანქანით და ამით ტვირთავს ქალაქის გზებს, აქციზის სახით დააფინანსებს საზ. ტრანსპორტის განვითარებას, რაც თავის მხრივ განტვირთავს ქალაქს... ამას დავუმატოთ გამონაბოლქვის შემცირებაც..
გარდა ამისა, ზუსტად გვეცოდინება, რომ საწვავში გადახდილი აქციზით, ჩვენ ვაფინანსებთ საზ. ტრანსპორტს..
პს
თუ სადმე რამე დათვლა შემეშალა, ან არასწორად მქონდა გაგებული, დაწერეთ და ჩავასწოროთ
პპს
ეს დათვლები იმისთვის გავაკეთე რომ გავერკვათ თუ რამდენად რეალურია ის დაპირებები, რომლებზეც პოლიტიკოსები საუბრობენ წინასაარჩევნოდ...
პპპს
წინასაარჩევნო დაპირებებზე პოლიტიკური თემა რა არის აღარ ვიცი...
------------------------------
This post has been edited by Nickboy on 23 Sep 2017, 02:19