#51530795 · 19 Oct 2017, 21:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით
ზემოთ ხსენებულ მაზერზე მაქვს პრობლემა. დღეს ჩვეულებრივად ვამუშავებდი და დამჭირდა ერთი დეტალის შემოწმება რომელიც უსბ-ზე ერთდება და პახოდუ კვება უნდა 12 ვოლტიანი.
მოკლედ ვამოწმებდი ამ დეტალს და უცბად გაითიშა სისტემა. ყველაფერი ვცადე მაგრამ ვერ ჩავრთე. მოკლედ დავშალე, სხვა კვების ბლოკზე ჩავაერთე (4 სხვადასხვა კვების ბლოკზე), ბიოსის ელემენტიც ამოვიღე და ისე ვცადე მაგრამ არაფერი. ნუ ერთი შეხედვით მოკვდა. ეხლა სიმპტომები რა აქვს:
როცა დენს ვაწვდი, მწვანე ინდიკატორს ანთებს, ცხელდება ჩიპსეტი და მარცხენა მხარეს 2 კონდესატორი და ტრანზისტორი ისეთი ცხელია რომ თითს ვერ ვადებ. მაქვს გამოცდილება ელექტრონიკასთან მუშაობის მაგრამ არასდროს მქონია დედადაფებზე გამოცდილება. ვინც ერკვევით იქნებ მითხრათ რისი ამბებია, მულტიმეტრით რეები შევუმოწმო რომ მივხდე რაშია საქმე და ა.შ. ჯერ ხო ქვეყნის ფული მაქვს ჩადებული ამ მაზერში 2 წლის წინ და ეგეც რომ არა, ძალიან მიყვარს და ესე უბრალოდ ვერ გადავაგდებ
--------------------
“In truth,there was only one christian and he died on the cross.”
|