პირველი ბილდისთვის მოდი ვთქვათ გაქვთ ბიუჯეტი 3482 ლარი და არც ერთი კაპიკით მეტი, ვინ რას ააწყობდით, მთელი სისტემები დაწერეთ (მონიტორ, კლავიატურ, მაუსიანად) თავისი ფასებიანად (რას რამდენში ვარაუდობთ), ვისაც არ დაგეზარებათ.
ნაწილები არ იანგარიშოთ არც ამაზონის გაბერილ ფასებში, არც ნაჩუქარ (არარეალურ) ფასებში.
ყველაზე კარგი იქნება, აქვე, ფორუმზე განთავსებული ნაწილები გამოიყენოთ ასაწყობად + ლინკებიც დადოთ.
შემდეგ ყველამ თქვენი აზრი გამოთქვით რომელი "ვირტუალური" ბილდი სჯობს და რატომ.
ჩემი აზრით ეს თემა ბევრ გვერდზე ავა და თან საშუალებასაც მოგვცემს პოზიტიური კუთხით დავეხმაროთ ერთმანეთს ამა თუ იმ ნაწილის გაყიდვაში - მიკერძოების გარეშე.
რათქმაუნდა საკუთარი გასაყიდად დადებული ნაწილებით აწყობას და თვითრეკლამას გამოვრიცხავთ.
This post has been edited by Digital_Bleeding on 19 Oct 2017, 15:23
მიმაგრებული სურათი
"The oldest and strongest emotion of mankind is fear, and the oldest and strongest kind of fear is fear of the unknown." - H.P. Lovecraft