იმსახურებს ეს საიტი ერთ თემას... უბრალოდ საარჩევნო საკითხი არაა, თუ დაინერგა მმართველობაში, მაშინ რეალურად თბილისელები მივიღებთ მონაწილეობას გადაწყვეტილებებში და ჩვენ ხმასაც მივაწვდენთ მერიას...
ვინც, არ იცით და გეზარებათ ვიდეო ყურება, ეს საიტი გვთავაზობს რამდენიმე მომსახურებას:
1) პინით ვირჩევთ მდებარეობას, ვწერთ რა პრობლემაა და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება (იდეაში შემდგომ მერიამ უნდა განიხილოს და პასუხი მოგწეროს).
2) მერიის დაგეგმილი სამუშაოები იქნება ასახული რუკაზე და ყველას გვეცოდინება სად, რა, როდის კეთდება..
3) მერია წარადგენს პროექტებს და ხმის მიცემით გადაწყდება, თუ რომელი პროექტი უფრო პრიორიტეტულია..
4) შეინახავენ მერის წინასაარჩევნო დაპირებებს.. შეგვეძლება თვალყურის დევნება თუ რა შესრულდა და რას აკეთებენ...
ესეც საიტი:
http://chemitbilisi.ge/ეს კი ალეკოს ვიდეო:
ძალიან მომწონს ეს იდეა და მინდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს
ძალიანაც რომ უნდოდეს მერიას, ვერ გაიგებს თუ რა პრობლემებია თითოეულ უბანში.. ამ გზით კი პრობლემებს ჩვენ შევაგროვებთ და მეტი შანსია დროზე მოგვარდეს

პს
არ მიუერთოთ მერიის არჩევნების თემას... არაა უბრალოდ საარჩევნო საკითხი... იმედია ყველა ვარიატნში შენარჩუნდება ეს საიტი და რაიმე სახის გავლენას მაინც მოიპოვებს მერიაზე..
This post has been edited by Nickboy on 19 Oct 2017, 11:32