დაახლოებით 2-3 კვირის წინ, ცხოვრების გადაფასების მორიგი მცდელობის დროს, ბანაობისას, გავიძრე მაიკა და სარკეში ჩემ თავს კრიტიკულად შევხედე, რასაც როგორც წესი არ ვაკეთებ ხოლმე. მაინტერესებდა რამდენად ვიყავი დაძაბუნებული და უკან დაწეული.
სასიამოვნო სიურპრიზის მომსწრე გავხდი, საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი. გამახსენდა, რომ წინა ნახევარი წელი, იმ მიზნით რომ ბოლომდე არ დავჩაჩანაკებულიყავი, თითქმის ყოველ დღე 2 კილომეტრს დავრბოდი და ტურნიკზე 10 აზიდვას ვაკეთებდი. ჩემ თავს ობიექტურად შევხედე და დავადგინე, რომ მამენტ გარეგნობის გამო ცოტა თუ დამიწუნებდა. მაგრად გამისწორდა.
იმის მერე დღემდე არ მივარჯიშია

(ჟიგ ღომ არამაგვს ბლად). დღეს ვივარჯიშე, ის კიარა სხვა ვარჯიშებიც დავამატე და ვაპირებ ვაფშე მაგარ ვიდზე დავდგე, რასაც რა თქმა უნდა მოვახერხებ.
ეს თემაც იმის გამო გავხსენი რომ გითხრათ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მცირე ვარჯიშს აკეთებთ, რეგულარულად თუ ივარჯიშებთ, შედეგი დაიდება.

სინამდვილეში თემა ჩემივე თვითშთაგონების გამო გავხსენი, მაგრამ შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ.

ეხლა შევვარდები და ვიბანავებ (პრაზდნიკად დავაბოლოებ).
დახურეთ ან ვარჯიშის თემას მიაბით, პოფიგ.