Anker-ი ამერიკაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია აქსესუარების წარმოებაში. იგი სტივენ იანგმა 2011 წელს, კომპანია Google-იდან წამოსვლის შემდეგ შექმნა და დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს Anker-ი ელექტრონული აქსესუარების წარმოებაში ყველაზე ცნობილი ბრენდია.Anker-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ოფიციალურ საიტზე www.anker.com, ასევე Amazonის Marketplace-ზე, სადაც მათი პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაზეც Customer Review-ებიც მეტყველებს. კომპანია რამდენიმე სახის პროდუქციას აწარმოებს.
1) Power Bank-ები
ანკერის Power Bank ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.კომპანია სხვადასხვა ზომისა და მოცულობის Power Bankებს გვთავაზობს.3350mAhით დაწყებული,(რომესაც კომპანია ზომით ტუჩსაცხს ადარებს

დამთავრებული 26800 mAh-ით. ასევე ანკერი აწარმოებს უფრო დიდი მოცულობის 120000 mAh მოცულობის დამტენს - Powerhouse-ს და პორტატულ დამტენს, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში მანქანის დასაქოქად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ანკერის Power Bank-ების უმეტესობა აღჭურვილია Qualcomm-ის Quick Charge 3.0 და Anker PowerIQ ტექნოლოგიებით, რომლებიც სმარტფონების სწრაფად დამუხტვაში გვეხმარება. ანკერის ხარისხზე არაერთი ცნობილი უცხოური საიტის სტატიაც მეტყველებს:
http://www.techradar.com/news/top-portable-chargershttp://www.techadvisor.co.uk/test-centre/m...advice-3534490/
2) კაბელები
გარდა Power Bankებისა, კომპანია კაბელების წარმოებაშიც გამოირჩევა. ანკერი 3 სახის კაბელს აწარმოებს. ესენია: Lightning, Micro USB და USB Type-C. კაბელების უმეტესობას 18-თვიანი გარანტია მოჰყვება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად უახლესი Lightning Powerline II-ის შემთხვევაში, რომელსაც კომპანია ფაქტიურად "უფუჭებელი" კაბელის სახით წარმოგვიდგენს, გარანტია კიდევ უფრო იზრდება და Lifetime ხდება. მათი ფასი კი საშუალოდ 10-15 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
3) დამტენები
ხარისხისა და სანდოობის მხრივ არც ანკერის დამტენებია გამონაკლისი. Power Bank-ების სგავსად მათი უმეტესობაც Qualcomm-ის Quick Charge 3.0 და Anker PowerIQ ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, რაც ელექტრონული მოწყობილობების სწრაფად დატენვას უზრუნველჰყოფს.

გარდა ამისა, კომპანია სხვადასხვა სახის აქსესუარებსაც აწარმოებს. მაგ: მანქანის დამტენები, ყურსასმენები. ასევე კომპანია რამდენიმე ქვებრენდსაც ფლობს, რომლებიც ძირითადად Crowdfunding-ის გზით ფინანსდება. ZOLO - უკაბელო ყურსასმენების, NEBULA - პორტატული პროექტორების, ROAV - მანქანის აქსესუარების, KARAPAX - სმარტფონის ქეისების და ეკრანის დამცავების მწარმოებელი და EUFY - "ჭკვიანი სახლის" აქსესუარების მწარმოებელი კომპანია.
This post has been edited by ჰეისან on 21 Oct 2017, 01:35