ბავშვობაში ხშირად გამიგონია ფრაზები: "რა მაგარი ხმა აქვს, ძალიან ნიჭიერია", "ხმა აქვს და სმენა, ესეიგი ნიჭიერია", ანდა "ამ პიანისტს რა მაგარი ტექნიკა აქვს, როგორი ნიჭიერია".
ამ ტყუილით გავიზარდე, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებსაც ნიჭიერებად თვლიდნენ/თვლიან და მივხვდი რომ ლამაზი ხმა ან ლამაზი სმენა სულაც არ ნიშნავს ნიჭიერებას. კი, მომღერლისთვის ხმა და სმენა ნამდვილად საჭირო ატრიბუტებია, მაგრამ ნიჭიერება სულ სხვა რამაა. ხმა ფიზიკური მონაცემია. სმენაც ალბათ უფრო ფიზიკური მონაცემია (ბგერის სიხშირეების სწორად აღქმის უნარი). პიანისტვის თითებში ტექნიკაც ფიზიკური მონაცემია. მინახავს უნიჭი ხმიანი მომღერლები. ასევე აბსოლუტურ სმენიანი გოიმი ვირტუოზები, რომლებსაც თავისი მუსიკის შექმნა არ შეუძლიათ. მხოლოდ რობოტულად ასრულებენ ნოტზე დაწერილს.
მე იმას არ ვამბობ რომ ფიზიკური მონაცემები არ არის საჭირო. პირიქით, ფიზიკური მონაცემები (ხმა, სმენა, ტექნიკა ბუნებრივი თუ გამომუშავებული) აუცილებელია, მაგრამ თუ ნიჭიერებაზე გვაქვს პრეტენზია აქ უკვე რაღაცეებია საჭირო.
ნიჭიერებას ალბათ უფრო წარმოსახვის უნართან და შეგრძნებებთან გავაიგივები. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, თუ ის ნიჭიერია, აუცილებლად უნდა გრძნობდეს მთელი არსებით იმას, რასაც აკეთებს და წარმოსახვის უნარი ხომ ასევე აუცილებელია. წარმოსახვის უნარის გარეშე ახლის შექმნა გამორიცხულია.
ასევე შემხვედრია ადამიანები (მუსიკოსები), რომლებსაც ეტყობათ რომ ნიჭიერები არიან, მაგრამ რაღაცეების გამო არიან შებოჭილები და აკლიათ თავისუფლება. აქედან გამომდინარე, ვერ ახდენენ თავიანთი ნიჭის რეალიზებას.
ამიტომ ნიჭიერებისთვის ასევე საჭიროა შინაგანი თავისუფლება.
ამ თემაში ვიდებატოთ თუ რა არის ნიჭიერება. გისმენთ