
დამთავრდა თბილისის არჩევნები კახა კალაძეს დაუწერეს სამარცხვინო 51.07% პროცენტი. იმდენი ფულის დახარჯვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და გაყალბების შემდეგ 51.07% დამარცხების ტოლფასია. ქართული ოცნება როგორი ურეიტინგო პარტიაც არის გამოჩნდა. ოცნება ან გაიაზრებს რა მძიმე მდგომარეობაშია და დაიწყებს მართლა საქმის კეთებას რომ პოლიტიკური ხარაკირი არ ჩაიტარონ ან 4 წელიწადში კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილო ადამიანების აკუმილირებას მოახდენენ და ეგ იქნება მაგათი სამარე.
ქართულმა ოცნებამ ნორას ბიჭს გადაუხადოს მადლობა რომ ვარსკვლავთ ბიჭუნამ კახამ ასე ჩაიკუკა.
ასევე გამოჩნდა რომ სრულიად ურესურსო ალეკო ელისაშვილმა დაამარცხა ნაც მოძრაობა. დასკვნა აქედან არის ის რომ ქართული საზოგადოების ჯანმრთელ ნაწილში არის მოთხოვნა პოლიტიკური რელიეფის განახლებაზე. ვინ შეავსებს ნიშას?
მე მინდა მადლობა გადავუხადო თბილისელების იმ 56.6% რომელი არ მივიდა არჩევნებზე. ვინც იფიქრა რომ არაფერს მისი ხმა არ გადაწყვიტავდა რომ "გლეხიკაცისთვინა არავინ არაა" , რომ არჩევნები არა ის. დიდი მადლობა შემდეგი 4 წელი რაც მოხდება თქვენს კისერზეა პირველ რიგში.
იმედია ქოცნების სამარცხვინო "გამარჯვების" შემდეგ გითვალისწინებს ხალხი რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე დავასრულებთ ნაცქოცობას.
This post has been edited by 4L3X on 22 Oct 2017, 11:08