#51545857 · 22 Oct 2017, 12:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორც ეხლა, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე, ყველა კვლევა ერთსადაიმავე სურათს აჩვენებდა; მაგრამ ცოტათი მაინც განსხვავებული შედეგი დაიდო. სულელურია ვარაუდი, თითქოს ინერტული ელექტორატი ბოლო მომენტში მაინც ოცნებას ემხრობა. რეალურად ეს სეგმენტი ოპოზიციაზე უფრო ნაწილდება, უბრალოდ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიცია ვერ ახერხებს თავის ამომრჩევლის მობილიზებას. კოორდინატორთა ინსტიტუტის დანგრევის, ან ნორმალური აქტიობის შემთხვევაში, განსხვავება 10-15 პროცენტს დაარტყავდა. რატომ აიღეს კონსტ. უმრავლესობა? და რატომ აჩვენეს დღეს უკეთესი შედეგი (საპარლამენტოსგან განსხვავებით)? იმიტომ, რომ მეორე ტურზე, ან ადგილობრივზე, აქტიობა კიდევ უფრო ეცემა.
რამდენადაც გვახსოვს, ნაცების მაჩვენებელი რაღაც ეტაპზე 40%_იდან 28%_მდე შემცირდა. ხალხმა ეს, არჩევნებში დამარცხებას, ან გაყალბებას დაუკავშირა. სინამდვილეში ხელისუფლების დაკარგვით მათი რეიტინგი არ შემცირებულა, არც რამე გაუყალბებიათ. მხოლოდ თავის ამომრჩევლის მოყვანის ბერკეტი გამოეცალათ ხელიდან.
ასევე, 2008 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია მძიმედ დამარცხდა, განსხვავებით იმავე წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კოორდინატორთა ინსტიტუტი ამ სახით არ არსებობდა, დაახლოებით მაინც იგივე ფაქტორთან გვქონდა საქმე.
|