ბევრი რელიგია ცდილობს ახსნას, თუ როგორ შეიქმნა სამყარო. თუმცა რელიგიებს პასუხი აქვს კითხვაზე რატომ შეიქმნა ის. უმეტესს რელიგიებში მთავარი ადამიანია, მაგალითად ქრისტიანობასა და იუდაიზმში ადამიანი იყო ბოლო, რაც შექმნა ღმერთმა და დანარჩენი სამყარო არის იმიტომ, რომ ადამიანმა იარსებოს მასში. ძალიან კარგად არ ვიცნობ სხვა რელიგიებს, მაგრამ ეჭვი მაქვს დანაჩენებშიც ადამიანი არის სამყაროს შექმნის მთავარი მიზანი.
ადამიანი ადვილად იჯერებს იმ აზრს, რომ სამყაროს შექმნის მიზეზია, იმიტომ რომ ამის გაგება მას სიამოვნებს. ეს ძალიან გავს იმ შემთხვევას, როცა ადამიანს დაუმასხურებელ კომპლიმენტს ეუბნებიან, თავიდან არ ჯერა მაგრამ სიამოვნებს, მაგრამ დროთა განმავლობაში იჯერებს და კარგავს რეალობის შემგრძნებას. იქნებ სამყარო რომ ადამიანისვის შეიქმნა ასეთივე დაუმსახულებელი კომლიმენტია, რომელსაც ესე ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს.
მოდით განვიხილოთ რა არის სამყაროს შექმნის მიზანი. ამ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ ის 2 შემთხვეის პირობებში.
1. ვარკვევთ სამყაროს შექმნის მიზანს იმ შემთხვევაში თუ ღმერთი არ არსებობს;
2. ვარკვევთ სამყაროს შექმნის მიზანს იმ შემთხვევაში თუ ღმერთი არსებობს;
1 შემთხვევაში შეუძლებელია ადამიანი იყოს სამყაროს შექმნის მიზანი, იმიტომ რომ თუ სამყარო არაფრიდან და არავის მიერ შეიქმნა შეუძლებელია მას ქონდეს მიზანი, რადგანაც ამ პროცეს არ მართავს ცნობიერი;
2. შეთხვევაშიც არაა აუცილებელი ადამიანი იყო სამყაროს შექმნის მიზეზი.
დავუშვათ, რომ ღმერთმა შექმნა არაცოცხალი მატერიისგან სამყარო და თავიდანვე არც უფიქრია სიცოცხლის წარმოქმნაზე. ვთქვათ სურდა ეხილა როგორ მოძრაობს პლანეტები და დამტკბარიყო იმით, თუ რა ლამაზია ის. დაახლოებით ისე, როგორც ადამიანები ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს და მერე ტკბებიან.
შესაძლებელია ღმერთმა არც იცოდეს, რომ სამყაროში სიცოცხლე არსებობს, ან იცოდეს და საერთოდ არ აინტერესებდეს. ადამიანი კიდევ მისთვის საერთოდ არსეფერს ნიშნავდეს. ან ნიშნავდეს რაღაც პრიმატ ანომალიას, რომელიც ამ არაცოცხალ მარერიალურ სამყაროში წარმოიქმნა.
ასე რომ თუ ღმერთი არსებობს, მას შეეძლო შეექმნა სამყარო ადამიანისთვის, თუმცა არც ისაა გამორიცხული სულაც სხვა რამისთვის, დაახლოებით ისეთისთვის, როგორიც წინა აბზაციშია აღწერილი, ეს 50/50-ზეა.

)))