მიხვდა ალეკო, რომ არაა თბილისის საზოგადოება (მოსახლეობა) მომწიფებული საიმისოდ, რომ ალალ-მართალმა კაცმა მართოს დედაქალაქის საქმეები და ფორმალურად მიულოცა რა პირველზე ოცნების ულევი რესურსებით გასულს (ეს კალაძის ნაცვლად სულ თავისუფლად იქნებოდა ვინმე პეტრიაშვილიც ან პავლიაშვილიც, თუ ბიძოს ასე მოუნდებოდა)...
მართლაც დემოკრატიულ დასავლურ მენტალობამდე ჯერ კიდევ ძაან ბევრი უკლია ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს სოციუმს... ამისთვის ნამდვილი რევოლუციური გარდატეხაა საჭირო, რაც ამ თაობების პირობებში ნონსენსია... ერთი 50 წელი კიდევ გვინდა, რომ მართლაც მოუნდეს ჩვენს ხალხს დასავლური ღირებულებებით ცხოვრება და საქმიანობა, რასაც ყოველი ჩვენი ახალი თაობა სულ უფრო მეტად და მეტად ეზიარება და საფუძვლიანად ისისხლ-ხორცებს... მანამდე კი უქნარა-მუქთამჭამელი ბიძოცნებები და კაციჭამია ნაცმიშობები არ დაილევა ამქვეყნად და პირველ ორ ადგილებზე მთავარ კერძებად კვლავაც ეგენი იჭაჭანებენ ფქვილოვნურ-გუგავურ გარნირებიანად... დასავლური თანამედროვეობის ჭრილში ქვეყნის და ერის დიდად სამარცხვინოდ...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...