NikaGeorgiaXძალიან ბავშვურ ენაზე საუბრობ, სამართლებრივ ტერმინებს არ უხდება ესე მარტივად გამოყენება ))
ის, რომ რაღაც არაკანონიერია არ ნიშნავს იმას რომ მაინცდამაინც სისხლის სამართლის კოდექსი უნდა ჩაერიოს (ანუ ვინმეს დაემუქროს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა (როგორც შენ იძახი დაჭერა)) - არა კანონიერი ნიშნავს რომ ეწინააღმდეგება კანონს ანუ არ ჯდება კანონის ფარგლებში
შესაბამისად სისხლის სამართლებრივად ნაკლებად, უფრო მეტად სამოქალაქო სამართლებრივად უნდა მივუდგეთ ამ ყველაფერს. ნებისმიერ დროს შეუძლია პარამოუნთ ფიქჩერსმა ან ნეტფლიქსმა სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს და მოთხოვოს აჭარანეტს ან აიმუვის საავტორო/მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო თანხის დაკისრება.
მაგრამ ეს არ მოხდება რადგან ქართული აუდიტორია არ არის რელევანტური არც ნეტფლიქსისთვის და არც სხვა კინო კომპანიისთვის
უცხოეთშიც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნაკლებად დგება ხოლმე, ძალიან იშვიათ შემთხვევებში (მაგალიტად მეგა-აპლოადი რომ იყო, მისი დამფუძნებლის კიმ დოტკომის საქმეს გაეცანი აქ -
https://en.wikipedia.org/wiki/Megaupload_legal_case); უფრო მეტად სამოქალაქო წესით ხდება პირისგან მიყენებული ზიანის ამოღება სულ ესაა )
შტატებში არის ორი ძალიან მაგარი აქტი - NET Act და DMCA რომელის განსაზღვრავს ინტერნეტ სფეროში საავტორო/მომიჯნავე უფლებების დარღვევისას სამართლიანობის აღდგენის/ზიანის ანაზღაურების საშუალებებს.