მოკლედ აი ასეთი ხმები აქ, ნახეთ დაახლოებით მე-15 წამიდან.
ეს ჩართვისას. თუ ესე შვება, ანუ თითქოს ვერ სტარტავს დისკს, სისტემაც არ იტვირთვება, ან სასწაულად ნელა.
თუ მუშაობისას აიღო ეს ხმები , მაშინ ჭედავს კომპი (სხვადასხვა დონეზე), შეიძლება პახოდუ დაკარგოს მეორე დისკი (გაქრეს სისტემიდან)
უკვე რამოდენიმე წელია, ვუშველი ხოლმე დროებით, მერე ისევ ურევს, ჰოდა ვიფიქრე მოვუღებ ბოლოს, იქნებ ფორუმზე იცის ვინმე მცოდნემ რა ჭირსთქო ))
თორემ ისე რომ მივიტანო სადმე ჯერ მაზერს გამომაცვლევინებენ, მერე კვებას , კაბელებს, ბოლოს ვინტებს და რავი,
ი მივიტანდი თუ მირჩევთ კაი ხელოსანს, ვარაუდით რომ არ ცვალოს,
ოღონდ ჯერ იქნებ აქ გამოვიცნოთ რა ჭირს..
მე რა მგონია უფრო.
1) დედა პლატაზე სატა პორტებია თუ რაც არის, 4 დან ერთი მოტეხილია იმ სამიდან რომელიღაც ატრ*კებს მგონი
2) კაბელები სატა კვების
3) თვითონ კვებასაც არ გამოვრიცხავ (შეიძლება ცუდმა კვებამ ვინტის ასეთი ხმები გამოიწვიოს?)
4) ვინტები 2 ცალი. ჯერ მეორემ (ამას დიდი გარბენი აქვს) მაჩვენა პენდინგ სექტორები კაი ხანია უკვე, და ეხლა პირველმა დისკმაც გააყვითლა დისკინფო-ში, რაღაც სექტორები დაფარა. მაგრამ ეს უფრო შედეგი მგონია, ამდენი წვალებისგან და არა პირიქით.
ერთხელ სატა კვების კაბელების გამოცვლამ უშველა, მაგრამ რავი უფრო კონტაქტის ამბავი მგონია. რომ მუშაობს თვე კარგად და ვინმე შეეხოს კომპს , გამოძრავდეს ცოტა, აი მერე დიდი შანსია აურიოს..
აი ამ ლინკზეა აუდიო
https://vocaroo.com/i/s0jzPtAvWPDZსადღაც მე15-17 წამიდან იწყება ის ხმები