#51940475 · 4 Jan 2018, 19:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კეთილია-ბოროტია ზღაპარია. ჰიტლერი ავჩარკას კოცნიდა და გულჩვილ ნახატებს ხატავდა, ალ კაპონემ საკუთარი თვალები ბრმა ბავშვს უანდერძა, ჰიუგომ, რო მოვკვდები პარიზს ჰიუგო დაარქვითო, შოლოხოვმა ძმიშვილებს სასამართლო მოუგო და გარეთ გაყარა, ბენჯამინ სპოკის შვილმა თავი მოიკლა, შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციის შესასვლელში, პატარა ქოხში ლტოლვილი ოჯახი ჰყავდა შეკედლებული, მიშას 2006 წლამდე ჰყავდა ედიკას კაბინეტის დამლაგებელი 75წლის ბაბუსია დამლაგებლად, ესკობარმა თავისი გრიპიანი შვილის გასათბობად მილიონი დოლარი დაწვა სათითაოდ, ბიძინას დიდი ხეები უყვარს, ლუი მეთხუთმეტე კოჭამდე ტალახში დააბოტებდა და სტუმრებს დაატარებდა ვერსალის მშენებარე ტყის და ირიგაციის საჩვენებლად, ილია მართალმა საწყალი გლეხი ციხეში ჩასვა როცა მოსამართლე იყო, მათრახი ვირს ზედმეტად დაჰკარიო.
ხოდა
კეთილი/ბოროტი დაივიწყეთ.
სხვა კრიტერიუმი გვჭირდება შესაფასებლად.
მეორე პასაჟი.
მიშას გარემონტებულ აღმაშენებელზე არაბებმა და თურქებმა მოიპოვეს კომერციული უპირატესობა.
ბიძინას გარემონტებულ აღმაშენებელზეც ისევ არაბები და თურქები განთავსდნენ.
ერთგანაც და მეორეგანაც ი ხ ვ ე წ ე ბ ო დ ა მთავრობა, მოდით, აგიწყეთ ინფრასტრუქტურა, დაიწყეთ ბიზნესი, რა ჯობია აქ ბიზნესობასო.
ორივე შემთხვევაში გადამთიელმა შეძლო, ქართველმა ვერ შეძლო ოპორტუნიტის ხელში ჩაგდება.
იგივე ხდება გუდაურში. შარშანდლამდე ახალ გუდაურში 4 კორპუსი იდგს, გაიხა შუაზე რედკო რეკლამებით ქართულ სივრცეში. შედეგი? იქაც არაქართველები ეუფლებიან ფართებს 80/20%არის პროპიორცია რუსუკრაინელების სასარგებლოდ. წელს რედკო იქვე კიდევ 4 ახალ კორპუსს აშენებს, ახალ მყიდველებში კიდევ უფრო მეტია სხვა ქვეყნის მოქალაქე 85/15% პროპორცია. იხევა რედკო ქართულ ბაზარზე რეკლამით, მოდით იყიდეთო.
არსაიდან ხმა, არსით ძახილი..
გინდოდა ახალ აღმაშენებელზე კოპწია ბიზნესი? ვერ შეძელი. გინდა გუდაურში ბინა, რომელიც ქირავდება? ვერ შეწვდი.
ხოდა ეგრე. დროა დაფიქრდე.
ერთადერთი სიკეთე, რაც შეფასების კრიტერიუმად უნდა დავნერგოთ პოლიტიკოსისთვოს, არის ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. (ინფრასტრუქტურა ზედმეტიცაა, ისედაც იგულისხმება გაზრდილ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურა, მედიცინა, საზღვარი, სპორტი და კურორტი)
სხვა ყველა კომპრომატი კანონმა გაარჩიოს. თუ კანონი არ დაარღვია, მადლობა. თუ კანონი დაარღვია გავასამართლოთ.
ოღონდ თუ კანონი არ დაარღვია მადლობა ვუთხრათ ბიუჯეტის გაზრდისთვის. მაღალი პრემია მივანიჭოთ.
და პირიქით.
This post has been edited by axalirevolucia on 4 Jan 2018, 19:38
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|