Subaru Club Georgia და Subaru Motors სუბარუს ყველა მოყვარულს გთავაზობთ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი და ემოციებით სასვსე დღის გატარებას საქართველოს ერთ-ერთ ლამაზ კუთხეში - თიანეთში. ☀️☀️☀️29 ოქტომბერს თიანეთიდან სიონის მიმართულებით მიმავალ გზაზე იმართება საქართველოს და კავკასიის ჩემპიონატის ბოლო დასკვნითი რბოლა აღმართის დაძლევაში, რომელშიც რა თქმა უნდა მონაწილეობას იღებენ სუბარუს მარკის სპორტული ავტომობილებიც.
სარბოლო მონაკვეთი საკმაოდ ჩქაროსნული და სანახაობრივია, შესაბამისად ადრენალი და ექსტრიმი მაყურებლისთვის გარანტირებულია.
2017 წლის 29 ოქტომბერს, კვირას 09:30 საათზე შევიკრიბოთ დიდ დიღომში „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ერთიანი კოლონით დავიძრათ თიანეთის მიმართულებით. სასურველია თან გქონდეთ ცოტაოდენი საგზალი, რადგან ადგილზე დაბანაკების შემდეგ მოულხინოთ კიდეც
✔ვუგულშემატკივროთ ჩვენს მრბოლელებს და ვაჩვენოთ რამხელა ძალაა როდესაც სუბარუს ქომაგები ერთად იკრიბებიან!!!!
ამ ყველაფერს, რომ მეტი ინტერესი შევძინოთ ვაცხადებთ კონკურს ორ ნომინაციაში:
✔1. საუკეთესო ფოტოს ავტორი - ის ვინც რბოლაზე გადაიღებს ყველაზე დასამახსოვრებელ ან/და „ექშენ“ ფოტოს დაჯილდოვდება Subaru Motors-ის 50%-იანი ფასდაკლებით ყველანაირ მომსახურებაზე, 15%-იანი ფასდაკლებით ნაწილებზე და ზეთებზე, გადაეცემა სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სახელობითი მაისური;
✔2. საუკეთესო ვიდეოს ავტორი ის ვინც გადაიღებს რბოლის ამსახველ ვიდეოს (გოუპროთი, დრონით, კამერით ან სხვა რაიმე მოწყობილობით, მობილური ტელეფონის გარდა რომელზეც აღბეჭდილი იქნება როგორც მსვლელობის, ასევე რბოლის ამსახველი კადრები დაჯილდოვდება Subaru Motors-ის 50%-იანი ფასდაკლებით ყველანაირ მომსახურებაზე, 50%-იანი ფასდაკლებით „ნასტროიკაზე“, 15%-იანი ფასდაკლებით ნაწილებზე და ზეთებზე, გადაეცემა სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სახელობითი მაისური;
ფოტოები და ვიდეოები შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ როგორც პირადში, ასევე მეილზე info@subaru-motors.ge
This post has been edited by mazurskii on 27 Oct 2017, 16:08
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)