გამარჯობა მეგობრებო,
ხომ ვერ მეტყვით რამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის ტემპერატურის სენსორის დაზიანება?
ბოლო 2 თვეში სამჯერ გამიფუჭდა.
პირველად ვიფიქრე მანქანა 12 წლისაა და რა მოხდათქო, წავედი ცენტრში, ვიყიდე და გამოვცვალე, 2 კვირაში იგივე მოუვიდა, ვიფიქრე ალბათ "ბრაკი" შემხვდა, ან ცენტრი მაიმუნობს და უხარისხო ნაწილები აქსთქო

წავედი და მეორადი ვიყიდე, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ იგივე შედეგი მივიღე
ერთი შეხედვით ისეთი დაზიანება აქვს, მჟავაში რომ ჩააგდო და "შეჭამოს"
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)