ფორუმზეც და მთელს ქვეყანაშიც პესიმიზმი და უიმედობაა. პრინციპში არცაა გასაკვირი, მაგრამ სამუდამოდ ასე არ იქნება.
რუსული იმპერიალიზმის აღსასრული გარდაუვალია
მსოფლიოში ელექტრომობილების ინდუსტრია ვითარდება. ავტომწარმოებლები სწრაფი ტემპებით ავითარებენ ამ ტექნოლოგიას და ელექტრომობილების ფასიც მცირდება.
http://forbes.ge/news/1523/eleqtromobilebis-eraშედეგად, წლიდან წლამდე იზრდება ელექტრომობილების გაყიდვა. მხოლოდ გასული 6 წლის განმავლობაში მათი გაყიდვები 12-ჯერ გაიზარდა და ეს ტენდენცია გრძელდება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რას ნიშნავს ეს პროცესი?
უახლოეს ათწლეულებში ნავთობზე მომუშავე ავტომობილებისა ჩანაცვლება მოხდება უფრო იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილებით,
ისევე როგორც გასულ საუკუნეში ორთქლზე მომუშავე ძრავები ჩანაცვლდა. მეტიც, უსწრაფესად ვითარდება სხვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებიც.
ადრე ქვანახშირი იყო საჭირო, მაგრამ დღეს არავის სჭირდება. მალე ასე იქნება ნავთობიც.
ეს კი გამოიწვევს ნავთობზე მოთხოვნილების კლებასა და, შესაბამისად, ნავთობის ფასის ვარდნას.
რა შუაშია ეს რუსეთთან?
რუსეთის ეკონომიკა პირდაპირ არის ჩამოკიდებული ნავთობზე.
იგი მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ-ექსპორტიორია საუდის არაბეთის შემდეგ და ყველაზე დიდ შემოსავალსაც სწორედ ნავთობის ექსპორტით იღებს.
სსრკ-ს დაშლაში დიდი როლი ნავთობის გაიაფებამ ითამაშა (80-იან წლებში). 2014 წლიდან რუსეთის ეკონომიკის სტაგნაციის დაწყებაც ნავთობის ფასის კლებას უკავშირდება.
უკვე დღესაც აშკარაა, რომ რუსეთის ეკონომიკა ვერ იზრდება. ბიუჯეტის შესავსებად წლიურად 50 მილიარდიანი სესხის აღება უწევთ და საბიუჯეტო დეფიციტი 21% აქვთ.
მომავალში კი ისე ნავთობი ისე გაიაფდება და მოთხოვნაც ისე შემცირდება, რომ რუსეთის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს.
იმის ილუაზია არავის აქვს, რომ რუსეთი ხვალ და ზეგ ჩამოიშლება, მაგრამ ათწლეულების პერსპექტივაში (სადღაც 30 წლის შემდეგ მაინც) ეს გარდაუვალია.
სავარაუდოდ, კიდევ ერთი რევოლუცია მოხდება, რის შემდეგაც რუსეთი ცივილიზებულ დასავლური ტიპის სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს.
ჩვენ აქედან რა ხეირი?
ის ხეირი, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გამდიდრება.
საომარ რეჟიმში რომ ვართ სერიოზული ინვესტორები ერიდებიან საქართველოში ფულის ჩადებას.
მაგრამ რუსული იმპერიალიზმი თუ მოვიშორეთ, მერე მართლა შევძლებთ განვითარებას და გამდიდრებას.
ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია. უბრალოდ დროის საკითხია და კიდევ კაი ხანი მოგვიწევს ლოდინი.
This post has been edited by androabuladze on 26 Oct 2017, 19:55