რამოდენიმე დღით ვიყავი სამეგრელოში და მცხეთის გზას რო დავადექი მაშინ ვინანე რომ ბოლო სტიპენდიით რაიმე სმარტფონი და ყურსასმენები არ ვიყიდე .. ( გაიღუნა ტვინი რაღაც გაურკვევლი ჯურის ჰიპ ჰოპებით , +დესპასიტოც დაატრიალეს რამოდენიმეჯერ ...
ბოლოს ვუთხარი ჩაუწიე მეთქი ცოტათქო ( ჩაუწევს რამოდენიმე წუთით ცოტა ხანში ისევ გაღუნავს ტვინს და ყურებს )
ბოლოს მეგრულად " მუ რედა წიე გოთიშ აკა წუთს " ოჰო ბულბულის ხმა ჩაესმა საერთოდ გამორთა მაგნიტოფონი
საერთოდ ბავშვობის ზაფხულის მოგონებები ცოცხლდებოდა როდესაც ჩემს სახლს ვუახლოვდებოდი , საერთოდ სხვა ტერიტორიაზე ძილი გამორიცხულია , ან მომენტებში უნდა წავუძინო ან საერთოდ ვიწრიალო მთელი ღამე მომენტში რო ჩამეძინა ტანზე ვგრძნობ რაღაც ხვანხვალს
ფილმი მუმია გაიხსენთ ხოჭოები რო დადიან ჯოგებით ისე მქონდა გარშემო ფაროსნები

ბიძაჩემმა ამდენი გავწმინდე და მაინც არიანო ..
და საერთოდ ეგ რო ვთქვი ხალხმა ხან ერთმა ხან მეორემ მოდი კაცო ჩემთან დარჩიო .. იციან მანდ ჯიგრობა
ისე კარგი იყო ვირტუალურ სამყაროს რო მოწყდები რამოდენიმე დღით და ხარ ბუნებაში , ნუ ბუნება კარგია ნამდვილად + სახლის აივნიდან რო კავკასიონის მთები მოჩანს

თოვლით დათოვლილი
კვარაბიები ასწორებს მაგრა ..
ისე კარგია რაიონში ცხოვრება პირობები თუ გაქვს შესაბამისი მარა ერთი მომენტია , მიჩვევა და შრომა უნდა ბევრი აქ ერთი სივრცეში ხარ და ყველაფერი ასე თუ ისე შენთან არის შეწყობილი იქ კიდე ცოტა შენ უნდა მართო რაღაცეები.. კიდე ერთი მომენტია ხალხი ვერ შეხვალ დიალოგში არა კი შეხვალ მარა თემატიკას ვერ განავრცობ .. პლანი ღვინო და ეგრევე მაგას მოახტებიან
პ.ს ბებო გავაცილე იმქვეყანად 91 წლის ... ნახევარი ცხოვრება სკოლაში გაატარა მასწავლებლად ბაბუა კიდე დირექტორი იყო , იმდენი ხალხი იყო მოსული
This post has been edited by RammShark1995 on 27 Oct 2017, 13:10
Jaws (1975) Sometimes that shark he looks right into ya. Right into your eyes. And, you know, the thing about a shark... he's got lifeless eyes. Black eyes. Like a doll's eyes. When he comes at ya, doesn't seem to be living...