წინა თემა არ მომიწონეს და მიხურა მოდერმა. (პმ-ში ვთხოვე გააქვრე-თქო და რა ჰქნა ეს სიკეთე, ჯერჯერობით)
ახლა ამას გავხსნი. ესეც თუ მიმიხურა ამის მერე შევეცდები აღარ გავხსნა თემა ამ განყოფილებაში.
ისედაც ახალი სტუმარი ვარ

ახლა თემის არსზე, მოდით ამ თემაში ერთამენთს მოვუთხროთ თუ რა შეგვემთხვა დღეს (დადებითი და უარყოფოთი. ცუდისგან ჯვარი გვწერია!) და გავუზიაროთ ერთმენთს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე თავის დაძვრენის (ან პირიქით, თავი გაყოფის

) მაგალითები.
ვისაუბროთ გადატანილ ემოციებზე და ასე განვიტვირთოთ თავი განვლილი დღის განმავლობაში მიღებული სტრესებიდან...
მე ვფიქრობ რომ ასე დასაძინებლადაც უკეთ შევემზადებით, რამეთუ შეიძლება ისე მოხდეს რომ ის რაც ჩვენ ტრაგიკულად წარმოგვედგინა და ამას განვიცდიდით, სინამდვილეში თურმე სულაც არ ყოფილა ასეთი და აქ მოთხრობის შემდეგ გაგვეცინოს (ან გაგვაცინონ) კიდეც მასზე...