მოკლედ ათი კილო მაქვს დასაკლები და კუნთებიც მინდა დავიყენო.
მოკლედ.
1. რა ტიპის ვარჯიშები უნდა გააკეთო, რომ 5-10 კილო კუნთის მასა დაიყენო-მოიმატო, რა პროდუქტები უნდა მიიღო, ჰორმონები და პროტეინის კოქტეილი ძალიან ძვირია, ანუ შეიძლება ივარჯიშო და პირიქით კუნთები მოგაკლდეს თუ ვიტამინებით ვერ აღიდგინე ხო?
2. კუნთის მასა რომ გემატება წონაშიც იზრდები ხო? ანუ 5 კილო თუ მომემატა შეიძლება ვიფიქრო, რომ კი არ გავსუქდი არამედ კუნთები მომემატა? ჯერ დაკლება არ ჯობს წონის და მერე კუნთების დაყენებაზე ზრუნვა?
3. რა ტიპის ვარჯიშია საჭირო ანუ რამდენი პრესი, გირები რამდენი კილო უნდა იყოს და ა.შ. რა საკვები უნდა მივიღო ვარჯიშის მერე
მოკლედ სამი თვეა რაღაცა ძვირ კოქტეილს ვყიდულობ, და მხოლოდ 2 კილო კუნთი მომემატა, ანუ ცილები არ მიმიღია დღის განმავლობაში და რომ მივარჯიშია კუნთები პირიქით წასულა კი არ მომატებულა და დავიღალე მაგ კოქტეილის ყიდვით უკვე 500 ლარი მაქვს მაგაში გადახდილი კუნთები კი ვერ დამიყენებია

მირჩიეთ რა რამე