ამ ჯგუფში მხოლოდ 4 წევრია ჯერ
განსაზღვრულია 5 წევრი, თუმცა მეხუთე ვერ აირჩიეს და სალომე სამადასვილი ნაც.მოძიდან და ინაშვილი პიდარასთა ალიანსიდან დარჩნენ გარეთ
ახლა სალომეს მოსდომებია სახ.საიდუმლო მასალებში ხელის ფათური
და აცხადებს რომ: "მიმაჩნია, რომ გამოცდილებით და ბევრი სხვა ნიშნით უფრო საჭირო ვიქნები ნდობის ჯგუფში, ვიდრე ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატურა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა."
ნუ ახლა ეს რომ საგარეოსაქ, მინისტრი იყო კი ქონდა წვდომა, თუმცა მას სემდეგ ბევრი რამე შეიცვალა და მოუძლიერდა ინტერესი
საკითხავია რატომ? ჭკვიანი ადამიანი სულ არ მოინდომებდა. რადგან ზედმეტი პასუხისმგებლობაა
რა არის ნდობის ჯგუფი?
საქართველოს კანონი
ნდობის ჯგუფის შესახებ +
მუხლი 1 +
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის, აგრეთვე ამ კანონის 6 1 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის მიზნით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, როგორც წესი, კომიტეტის წევრთაგან იქმნება ნდობის ჯგუფი.
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1821 -სსმ I, №32 , 20 . 12 . 2002 წ., მუხ 159
საქართველოს 200 4 წლის 10 აგვისტოს კანონი №361 -სსმ I, №23 , 2 4.08. 200 4წ., მუხ 115
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №487 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
მუხლი 2 +
ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.
საქართველოს 2002 წლის 14 მაისის კანონი №1407 -სსმ I, №15 , 03 . 06 . 2002 წ., მუხ. 57
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1623 -სსმ I, №23 , 24. 0 7. 2002 წ., მუხ. 111
საქართველოს 2002 წლის 3 დეკემბრის კანონი №1821 -სსმ I, №32 , 20 . 12 . 2002 წ., მუხ 159
საქართველოს 200 4 წლის 10 აგვისტოს კანონი №361 -სსმ I, №23 , 2 4.08. 200 4წ., მუხ 115
საქართველოს 200 8 წლის 12 სექტემბრის კანონი №260 -სსმ I, №20 , 30 . 09 . 2008 წ., მუხ 148
საქართველოს 2014 წლის 6 თებერვლის კანონი №1983 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 3 +
1. საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენამდე ნდობის ჯგუფის წევრად დასახელებული პირი შემოწმებას გადის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს. უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს ნდობის ჯგუფის წევრებად წარადგენენ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ხოლო მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით და უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა შეთანხმებით წარსადგენი პირების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე.
3. მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრს მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრების კვოტით, ხოლო უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრს უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით შეუძლიათ ხელი მოაწერონ მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას.
4. საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობას, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.
საქართველოს 2014 წლის 6 თებერვლის კანონი №1983 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 4 +
1. ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
2. (ამოღებულია - 06.02.2014, №1983).
3. ნდობის ჯგუფის წევრთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ამ კანონით.
საქართველოს 200 8 წლის 12 სექტემბრის კანონი №263 -სსმ I, №19 , 19 . 09 . 2008 წ., მუხ 146
საქართველოს 2014 წლის 6 თებერვლის კანონი №1983 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 5 +
საქართველოს პარლამენტის განსახილველი საკითხი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად მიეკუთვნება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას, საჭიროებს ნდობის ჯგუფის დასკვნას.
მუხლი 6 +
1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, ნდობის ჯგუფს წელიწადში არანაკლებ ერთჯერ წარუდგენენ მოხსენებებს გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.
2. ნდობის ჯგუფის მოთხოვნით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, ვალდებულნი არიან ნდობის ჯგუფის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას ნდობის ჯგუფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შესასწავლად აუცილებელი მასალები.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ნდობის ჯგუფს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 (ოთხ მილიონ) ლარს, აგრეთვე წელიწადში არანაკლებ ერთხელ წარუდგენს მოხსენებას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საიდუმლო საქმიანობის შესახებ.
საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი №7 22 – ვებგვერდი, 03.07.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 23 დეკემბრის კანონი №4708 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.
მუხლი 61 +
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.
2. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ და შეამოწმოს იგი წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფის 1 წევრს შეარჩევს ნდობის ჯგუფი კანონით დადგენილი წესით.
3. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობის დახვეწის თაობაზე.
4. ნდობის ჯგუფი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმების პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში მიმართოს საგამოძიებო ორგანოს და მიმართვას დაურთოს მის ხელთ არსებული მასალები.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №487 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
მუხლი 7 +
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამების და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
მუხლი 8 +
თუ ნდობის ჯგუფი წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო ან მისი ხელმძღვანელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, იგი წერილობით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის მოთხოვნით.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1 238 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
მუხლი 9 +
თუ ნდობის ჯგუფი ამ კანონის პირველი მუხლით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საქმიანობა საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ამეტებს თავის უფლებამოსილებას, იგი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წინაშე აკეთებს წარდგინებას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
მუხლი 10 +
1. ნდობის ჯგუფის სხდომები ტარდება წელიწადში ორჯერ ან საჭიროებისამებრ, ნდობის ჯგუფის ნებისმიერი წევრის წინადადებით, თუ სხდომის ჩატარებას მხარს დაუჭერს ნდობის ჯგუფის წევრთა უმრავლესობა.
2. ნდობის ჯგუფის სხდომები დახურულია.
3. ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილებით, მის სხდომას შეიძლება დაესწროს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი ან სხვა პირი.
4. ნდობის ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
საქართველოს 200 8 წლის 12 სექტემბრის კანონი №263 -სსმ I, №19 , 19 . 09 . 2008 წ., მუხ 146
მუხლი 11 +
1. ნდობის ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება ნდობის ჯგუფის აპარატი, რომელიც წარმოადგენს ნდობის ჯგუფისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2. (ამოღებულია - 06.02.2014, №1983).
3. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლები მონაწილეობენ ამ კანონით განსაზღვრულ ნდობის ჯგუფის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველყოფაში, შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და დასკვნების მომზადებაში.
4. ნდობის ჯგუფის აპარატის საშტატო ერთეულთა რაოდენობას ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, პარლამენტის აპარატის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.
5. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლები ნდობის ჯგუფის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნამდე გადიან სპეციალურ შემოწმებას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
6. ნდობის ჯგუფის აპარატის თანამშრომლებს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარის წარდგინებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.
საქართველოს 200 4 წლის 10 აგვისტოს კანონი №361 -სსმ I, №23 , 2 4.08. 200 4წ., მუხ 115
საქართველოს 200 8 წლის 12 სექტემბრის კანონი №263 -სსმ I, №19 , 19 . 09 . 2008 წ., მუხ 146
საქართველოს 2014 წლის 6 თებერვლის კანონი №1983 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.
მუხლი 12. (ამოღებულია) +
საქართველოს 2004 წლის 10 აგვისტოს კანონი №361-სსმ I, №23, 24.08.2004წ., მუხ115
მუხლი 13 +
სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების შემთხვევაში ნდობის ჯგუფის წევრები და მისი აპარატის თანამშრომლები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 200 4 წლის 10 აგვისტოს კანონი №361 -სსმ I, №23 , 2 4.08. 200 4წ., მუხ 115
მუხლი 14
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/32428თქვენ რას ფიქრობთ, დარჩეს 4 წევრის შემმადგენლობით და დაიბლოკოს საეჭვო რეპუტაციის ნდივიდები?
მე ვფიქრობ ასე ჯობია რომ დაიბლოკოს და 4 წევრით დარჩეს