#51555400 · 24 Oct 2017, 00:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ის რომ თბილისის ადგილობრივი არჩევნები გაყალბდა, მემგონი ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს.
არ არის სავალდებულო, რომ დაიწერო ის პროცენტი რაც გინდა, როგორც ამას სახელმწიფო საბჭო აკეთებდა, რომ არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოს. არ არის სავალდებულო, რომ ყუთებში ყალბი ბიულეტენები ჩაყარო, რომელსაც ტუალეტის ფანჯრიდან გადმოგაწოდებენ, როგორც ამას მოქალაქეთა კავშირი აკეთებდა, რომ არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოს არ არის სავალდებულო, რომ ბიულეტენებიანი ყუთები გაიტაცო, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა, რომ არჩევნები გაყალბებულად ჩაითვალოს.
ახლა ახალი ტექნოლოგიაა - დააშინო სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანები იმით, რომ სამუშაოს დაკარგავენ და მშიერი დარჩებიან ოჯახით.
მე რომ მკითხო, ყველა ზემოთ აღწერილ გაყალბების მეთოდებში სწორედ ეს. ბოლო, გაყალბების ოცნების მეთოდი არის ყველაზე უფრო სულმდაბალი გაყალბების ნიმუში.
დღეიდან თბილისს ჰყავს გაყალბებული არჩევნებით მოსული მერი, 51% -იანი არალეგალიზებული ხმებით. ვინც იტყვის, რომ ეს 1% სამართლიანად მიიღო ოცნების კანდიდატმა, თვითონ არის მსხვილკალიბრიანი აფერისტი და გაიძვერა. აქ ყველაფერი ნათელია.
ეხლა კი რა იქნება 1 წლის შემდეგ:
ქვეყანაში დაიწყება კორუფცია. ელიტარული წრეებიდან ისევ გამოვა და ჩამოვა უკვე ყოველდღიურ ყოფაში, ვინაიდან აღარ ექნებათ ოცნების შეგნით შემძვრალ კორუფციონერებს არაფრის შიში.
ქურდული გაგების ხალხის მომრავლებას ზოგადად, და კონკრეტულად თბილისის მერიაში, ერთი-ორი "რემენა" მალე გამოჩნდება.
შავი და გაურკვეველი ფულის ქვეყანაში შემოსვლა დაიწყება და ინვესტიციების სახელით გათეთრდება.
პოლიტიკური პარტიების საბოლოო დეგრადაცია.
ეს სულ ცოტა, რაც საკმაოდ დიდი ალბათობით იქნება.
ქართველმა ხალხმა (ან შესაძლოა მასამ) დაამტკიცა, რომ ვერ არის ამ ეტაპზე ვერანაირი პოლიტიკური კულტურის მატარებელი და არის უფერული მასა, რომელსაც ფულიანი მწყემსი სადაც უნდა იქით გადენის და დააშინებს. ამას სხვა სიტყვებიც ჰქვია, მაგრამ არ მინდა მათი გამოყენება.
მე პირადად, ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამით. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ეს ბრძოლა უკვე ვეღარ დაიწყება 2020 წლის არჩევნებზე. ამ არჩევნებს საქართველოს მოსახლეობა შეხვდება ტოტალურად გამოოცნებებული, სამწუხაროდ.
ალბათ რამე მასშტაბური კატასტროფა ან რამე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მოხდეს რომ ერი გამოფხიზლდეს.
მანამდე კი ერთი 10-15 წლიანი ძილის ეპოქა დადგა ქვეყანაში.
ამიტომ, მეც ვაპირებ, რომ აღარ მივაქციო ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, და გადავერთო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. კორუფციის კი მე პირადად არ მეშინია, კარგად ვიცნობ ასეთ სისტემებს საბჭოთა კავშირის დროიდან და არ გამიჭირდება ადაპტირება. ახალი თაობა კი მენანება ამ სისტემისთვის, მაგრამ პასუხი ამაზე საკუთარ მშობლებს უნდა მოკითხონ.
ასე 1 წლის მერე ამ პოსტს მე პირადად ამოვწევ, თუ მანამდე მოდერატორებმა არ წაშალეს ან მე თუ მექნება ასეთი შესაძლებლობა.
კარგად მენახეთ ძვირფასო ფორუმელებო!
--------------------
ნაცები=ქოცებს
|