ამერიკელი მოგზაური: „თბილისელი გოგონების სექსზე დათანხმებას დიდი ძალისხმევა სჭირდება“
"პრესა.ჯი" 09:06 30.10.2017
პოპულარულმა ამერიკელმა მოგზაურებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიდეობლოგებს ამზადებენ ქალაქების ღამის ცხოვრებასა და ადგილობრივ გოგონებზე, ხოლო შემდეგ იუთუბის საკუთარ არხზე ანთავსებენ, სიუჟეტი თბილისისა და ქართველი გოგონების შესახებაც მოამზადეს. ამერიკელებმა საქართველოში ცოტა ხნის წინ იმოგზაურეს. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს დედაქალაქის ღამის ცხოვრებით დიდად ვერ მოიხიბლნენ, რადგან ის აქ ძალიან განუვითარებელია.
ვიდეობლოგერი მაყურებელს პირველ რიგში ინფორმაციას აწვდის კვების, სასტუმროს და ზოგადად, თბილისური ფასების შესახებ, შემდეგ კი საქართველოში მისთვის საინტერესო თემებს მიმოიხილავს. კერძოდ, ის წერს:
„თბილისი გაგაოცებთ. აქ ძველი მონასტრების გვერდით ახალი, თანამედროვე შენობებია. მდინარის სანაპიროზე ევროპული პარკია, ადგილი რომელიც ბევრს უყვარს, მაგრამ აქ ღამის ცხოვრება სრული კრახია.
ქართველებს უნიკალური ეთნოგრაფია და ენა აქვთ, რომელიც არ ჰგავს არც ინდოევროპულს, არც თურქულს და არც სემიტურს.
ქართველი გოგონები მაგრები არიან, მაგრამ არ არიან თავისუფლები. ტიპიურ ქართველ გოგონას აქვს მუქი ყავისფერი თმა, ღია, ოდნავ ხორბლისფერი კანი, რომელიც ბალკანელი ქალებისთვისაცაა დამახასიათებელი, გამოკვეთილი წარბები, დიდი თვალები, ბერძნული ცხვირი და მომცრო აზიური ტიპის აღნაგობა. არიან კიდევ უფრო ღია ფერის გოგონებიც. მათი სიმაღლე დაახლოებით 156 სმ-ია, რომელიც კავკასიაში საშუალო სიმაღლედ ითვლება.
ქართველ გოგონებს აქვთ რეგიონში სხვებზე უფრო უფრო ღია ტონის თმა და კანის ფერი. ქართველი გოგონები კავკასიაში ყველაზე ვესტერნიზებულები არიან. მათ სხეულზე ხშირად შეხვდებით ტატუებს, პირსინგებს. ისინი ფემინურად იცმევენ.
თბილისი ადგილობრივი სტანდარტებით მულტიეთნიკური ქალაქია. მოსახლეობის 85 პროცენტი ეთნიკური ქართველია. აქ ასევე ცხოვრობენ: სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, ოსები, აფხაზები, ქურთები, უკრაინელები, ასირიელები, არაბები, თურქები, გერმანელები, ებრაელები, ესტონელები, ბერძნები და სხვა, მთლიანობაში 100-მდე ეთნიკური ჯგუფი.
ქართველი გოგონები ყველაზე ლიბერალი გოგონები არიან რეგიონში, თუმცა, ეს ბევრზე არაფერზე მეტყველებს. მათი ჩაცმის სტილი სექსუალურია და აღმოსავლეთ ევროპულს ჰგავს, თუმცა, ისინი პატარა ასაკში თხოვდებიან (დაქორწინების საშუალო ასაკი 23 წელია) და მათი 20 პროცენტზე მეტი ქორწინებამდე ქალიშვილობას ინარჩუნებს. შვედეთიდან ჩასვლის მერე, თბილისელი გოგონები მონაზვნებად მომეჩვენნენ.
მე მყავს მეგობარი, რომელიც საქართველოში მთელი ზაფხული ცხოვრობდა და გოგონებისგან ვერ მიიღო ვერაფერი, გარდა რამდენიმე კოცნისა. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი გოგონები უფრო შეზღუდულები არიან, ვიდრე ლიბანელები და უფრო თავისუფლები, ვიდრე სომხები.
ენას რაც შეეხება, ბევრმა იცის ინგლისური სალაპარაკო დონეზე. რუსული ენა უფრო კარგად იციან. მათი უმრავლესობა ქორწინებამდე მშობლებთან ცხოვრობს.
ზოგადად, კავკასიის ყველა დედაქალაქს დიდი სოფლის სინდრომი აქვს. ღამის ცხოვრება თბილისში ძალიან მოსაწყენია. ვიყავი შარდენზე, რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე, შემდეგ წავედი ქართულ რესტორანში და ვნახე ფოლკლორული შოუ. ღამის კლუბებიდან ვიყავი „სალვეში,“ ეს არ არის პიკ აპისთვის განკუთვნილი ადგილი, მაგრამ მანიც კარგი, სასიამოვნო ადგილია. ასევე ვიყავი კაფე გალერიში, სადაც არიან გეი ჰიფსტერები, აქ ბარი იაფია და ქალებიც მთელს ქალაქში ყველაზე ლიბერალები არიან. კაცებიდან უმრავლესობა გეია.
საბოლოოდ, ჩემი მოგზაურობა რომ შევაჯამო, თბილისი ჩემთვის და ჩემი მეგობრებისათვის კავკასიაში ბაზა უნდა ყოფილიყო. აქ სულ სამი დღე ვგეგმავდით დარჩენას, თუმცა, საბოლოოდ აქ ყოფნა 8 დღე მოგვიწია. მე მოვახერხე სამ სხვადასხვა გოგოსთან შეხვედრა, რომელთაგან 2 ინტერნეტით გავიცანი და ერთ-ერთისგან მივიღე უცნაური კოცნა კაფე გალერიში.
მიუხედავად ასეთი კონსერვატიული გარემოსა და ცუდ სიტუაციისა, ბოლოს მაინც შევძელი დროშის აღმართვა - ჩემი თბილისიდან წამოსვლის ბოლო დღეს ერთ-ერთი გოგონა მაინც შევიტყუე ლოგინში. ამას ჩემი მხრიდან დასჭირდა დიდი მოთმინება და ძალისხმევა. ის სტუდენტი იყო, მე ის ბარ „კანუდოსში“ გავიცანი და მასთან გატარებული ღამის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ღირდა მოთმინებად. მადლობა საქართველო და ნახვამდის!
http://presa.ge/new/?m=society&AID=60946