|  #51615091 · 4 Nov 2017, 13:56  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  ამ მთავრობას მინდა მივმართო. საქმეს თუ ვერ აკეთებთ ქართულ ესტრადას მაინც მიხედეთ, მიაქციეთ ყურადღება. თუ მშიერია და უმუშევარია ხალხი, კარგ განწყობაზე მაინც იყოს, ეცეკვებოდეს, იმღეროს. საერთოდ არაფერი ხდება, მარტო პოლიტიკაა ქვეყანაში, დააფინანსეთ ქართული ესტრადა. გამართეთ კონცერტები. არადა ძალიან ნიჭიერი მომღერლები და მუსიკოსები გვყავს. მარტო პაატა თედიაშვილი რომ აიღო, რაღაცას ცდილობს ეს ბიჭი, ჯერ მარტო ამის აღნაგობას რომ შეხედო, ისე იცვამს და ისე ცეკვავს, ყოველთვის დადებითი ენერგია შემოაქვს ადამიანში. კონკრეტულად ამ ვიდეოში ინსტრუმენტალ მუსიკაც ძალიან კარგია, ცეკვაც, მთლიანობაში სახალისოა კარგი საყურებელი, ტექსტიც, კალგოტკიანი გოგონებიც შესანიშნავად ცეკვავენ. ეცადეთ მაინც, დაიძარით, რაღაცა გააკეთეთ. არ გვინდა ეს უცხოელების ჩამოყვანა, აქ მივაქციოთ ჩვენებს ყურადღება. დრო მახსოვს ყვაოდა ქართული ესტრადა: ლექს-სენი, აჩიკო მეფარიძე, ლელა წურწუმია, გიგა მიქაბერიძე, პანჩო, უცნობი და სხვები. აღარ გვინდა ამდენი პოლიტიკა
 
 |