#51649297 · 10 Nov 2017, 21:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მყავს შინდისფერი 2.0 მექანიკა 2010 წლიანი ძალიან მაგარი მანქანაა. დაურტყმელია. 6 თვეა რაც მყავს და მაგრად გამომადგა ქალაქში წვავს მაქსიმუმ 9 ლიტრს, ეტყობა რო მაგარი გამძელა. ერთი პადვესკა ცოტა გრუბი აქვს. ზეთი 5-20 უნდა შეცვლიდან შეცვლამდე გრამს არ იკლებს, როგორც ვიცი ეგ 2.0 ძალიან ვირი მატორებია. ხადავოი ნაწილები ყველაფერი იშოვება, მაგრამ მე არ დამჭირვებია გარდა ცეპლენიისა. ბუქსაობა დაიწყო ცეპლენიამ და ვერსად ვერ ვიშოვე პლიტა ფერადო ვიჟიმნოი და ეხლა გამოვიწერე სულ 120 დოლარი დაჯდა. მოკლედ მაგარი მანქანააა ძააან. კუპესთვის დიდი ადგილია უკან, ბაგაჟნიკი ძალიან დიდი აქ და ნავაროტკებიც ნორმალური. მაგალითად ჩემ მექანიკას ავტოპილოტი აქვს, საუნდ სისტემა ბლუთუზით აქვს .
|