აშშ-ში, პირველად, ტრანსგენდერი ქალი ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიესდემოკრატი დანიკა რომი პირველი აღიარებული ტრანსგენდერი ქალი გახდა, რომელიც ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.
დანიკა როემი არჩევნებში დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იყო. მან 73 წლის რესპუბლიკელი ბობ მარშალი დაამარცხა. მისი კამპანია ადგილობრივი საკითხების მოგვარებას ეხებოდა, როგორიცაა ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სამუშაო ადგილების შექმნა. 33 წლის ყოფილი ჟურნალისტი ისტორიას ქმნის, როგორც პირველი აღიარებული ტრანსგენდერი კანდიდატი აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში.
როგორც როიმ განაცხადა, მარშალის წინააღმდეგ მისმა გამარჯვებამ აჩვენა, რომ მისმა სიტყვებმა ვირჯინიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. "თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ თანასწორობა და სამართლიანობა. თქვენ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ", - განუცხადა მან MSNBC- ს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
როემი პირველი ტრანსგენდერი კანდიდატია, რომელსაც ვირჯინიის შტატის საკანონმდებლო ორგანოში აირჩიეს. ასევე პირველი აღიარებული ტრანსგენდერი, რომელიც აშშ-ს ისტორიაში თანამდებობას დაიკავებს. 2012 წელს ნიუ ჰემფშირში ტრანსგენდერი კანდიდატი აირჩიეს, მაგრამ მას თანამდებობა არასდროს დაუკავებია.
ამა წლის 31 ოქტომბერს, ვაშინგტონში მოსამართლე კოლინ კოლარ-კოტელიმ ტრამპის განკარგულება დაბლოკა, რომელიც ამერიკის არმიაში ტრანსგენდერთა მსახურების აკრძალვას ეხებოდა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი ტრანსგენდერთა უფლებადამცველმა ჯგუფმა შეიტანა. მათ აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დისკრიმინაციულია. კერძოდ, სარჩელში აღნიშნულია, რომ ბრძანება ამერიკელთა თანასწორობას და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას არღვევს.
http://www.ipress.ge/new/91059-ashshshi-pi...anoshi-airchies