ჩემი პირველი გაიდლაინი დავწერე 2016 წლის მიწურულს და ახლა რომ ვუყურებ, ვხვდები რომ დასახულ მიზანს მიაღწია.
პირველი გაიდლაინი -
გსურს ონლაინ თანხის გამომუშავება? დაიწყე ახლა!ახლა მეორე გაიდლაინის დროა, რომელიც მოიცავს ინსტაგრამს და ამ პლატფორმით ფულის შოვნის ძალიან უნიკალურ გზებს, იმ გზებს რომლებსაც დარწმუნებული ვარ საქართველოში მაქს. 3/4 კაცი შეხებია.
ქვევით ვისაუბრებ მხოლოდ აისბერგის პიკზე, რომელიც დავამატე საკუთარი შემოსავლის წყაროს ბოლო 8 თვის განმავლობაში და რომელსაც დავამატებ მომდევნო 4 თვის განმავლობაში.
მაშ ასე, ვიწყებ!
1.
Instagram Management Serviceვერ დავიბრალებ და ვერ ვიტყვი ეს უნიკალური იდეა ძილში მომივიდა. ძალიან მიყვარს ბრეინშტორმინგი და ამის გამო ძალიან ბევრს დავძვრები ამაზონის/იბეის/ალიექსრეპსის/ფაივერის სხვადასხვა კატეგორიებში და სერვისებში. 2017 წლის დასაწყისში მივაკვლიე ძალიან საინტერესო სერვის ფაივერზე და მივხვდი რომ ამას ჰქონდა დიდი მომავალი, რაც მთავარია ბაზარზე ძალიან ბევრი უკვე წარმატებული გამყიდველია ამ სფეროში და ამიტომ მივხვდი, რომ სანამ დრო იყო მეც უნდა მეცადა ბედი აქ, და ამიტომ ორი ყველაზე სანდო გამყიდევლისგან ფაივერზე ვიყიდე მათი ე.წ. basic სერვისი და ვნახე რას იზამდნენ, რას გაუკეთებდნენ ჩემს ექაუნთს და რითი არის ხალხი ასე აღფრთოვანებული.
საბოლოო ჯამში მივიღე ასეთი შედეგი: ისინი იღებენ ინსტაგრამის ექაუნთს და მართავენ მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში (2/3/4 კვირა - სხვადასხვა ფასის მიხედვით)
მსგავსი სერვისის მაგალითები ფაივერზე:
1.
http://bit.ly/2wy6MWb2.
http://bit.ly/2ixoNOx3.
http://bit.ly/2xlXdqJრას აკეთებენ ისინი:1. basic follow/unfollow - ანუ მარტივად ექაუნთს ამატებენ რომელიმე ინსტაგრამის ბოტში და უშვებენ ე.წ. follow/unfollow-ს
2. გეუბნებიან თუ როგორ შეიძლება დაიხვეწოს ინსტაგრამის ექაუნთის ე.წ. look; გაძლევენ რჩევებს - მაგალითად მე მომცემს რჩევა რომ გამომეცვალა იუზერნეიმი და უფრო ბრენდის სახელით შემეცვალა ის, მირჩიეს თუ როგორ კონტენტი დამემატებინა, და რამდენ ხანში ერთხელ. მომცეს რჩევები ჰეშთეგებთან მიმართებაში და მივხვდი რომ ისინი სრულებით არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებენ.
2 კვირის თავზე, მაშინ როცა დამისრულდა საბაზისო პაკეტი - 1100 follower-ით მეტი ჰყავდა ჩემს ექაუნთს და გამომდინარე იქიდან, რომ რეჟიმში ჩამაყენეს და კონტენტს ძალიან ხშირად ვამატებდი, 150 ლაიქის ნაცვლად 280+ ლაიქი ჰქონდა თითოეულ სურათს.
არაფერი განსაკუთრებული, ეს აბსოლუტურად ყველას შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ ხალხს ჰგონია რომ ასეთი სერვისიs მიმწოდებლები მუშაობენ ე.წ. ბოტების გარეშე მაგრამ ეს ასე არ არის, ისინი ზუსტადაც რომ იყენებენ ბოტებს და ამაში პრობლემას მე სრულებით ვერ ვხედავ, ამიტომ მაშინვე გავაკეთე საკუთარი გიგი ფაივერზე და სხვადასხვა პაკეტი (ესეთი უფლება მე მქონდა გამომდინარე იქიდან რომ პრო სელერი ვარ იქ) დავამატე; პლიუს ამას ვიყიდე დომეინი + ლამაზი ლენდინგ ფეიჯი (რომელიც შეგიძლიათ უფასოდ ნახოთ blackhatworld-ზე) და გავაკეთე ოფიციალური საიტი, რომელსაც ცალკე ინსტაგრამზე გავუწევდი პრომოუშენს.
რა შევთავაზე მე მომხარებელს?1. ის რაც სხვა სერვისის მომწოდებლები სთავაზობენ
1.1. basic follow/unfollow;
1.2. საბაზისო რჩევები ინსტაგრამის ექაუნთის გაუმჯობესების მიზნით (მაგალითად როგორი ფერების მოუხდება კონკრეტულ ნიშას, როგორ უნდა დახვეწოს ე.წ. ბიო და რა სახის ლინკი უნდა ჩასვას.
2. ის რასაც სხვა სერვისის მომწოდებლები არ სთავაზობენ
2.1. ნიშის მიხედვით კონტენტის შექმნა და დამატება ექაუნთზე გარკვეულ საათებში (ანუ სერვისის მიწოდების პერიოდში ყოველდღე 2/3 სურათის დამატება - კვირაში 2/3 ვიდეოების დამატება სხვა მსგავსი ექაუნთებიდან ე.წ. repost აპლიკაციის დახმარებით - დიდი საიდუმლო აქ ის არის, რომ სამი დღის შემდეგ ნახულობ შედეგს თუ რომელ საათზე დამატებულმა სურათმა ან ვიდეომ მიიღო ყველაზე დიდი გამოძახილი მომხარებელში, ანუ იმ პერიოდს როცა ექაუნთის ფოლოუერები აქტიურები არიან და ჩანს რომ ექაუნთი ძალიან ბევრ ლაიქ და კომენტარს იღებს - შესაბამისად ზუსტად იმ პერიოდში ვდებ სურათებს და ვიდეობს მომდევნო დღეებიშ განმავლობაში სერვისი მიწოდების ბოლომდე - pure magic

);
2.2. hashtag game - ნიშის მიხედვით ვურჩევ საუკეთესო ჰეშთეგების რომელსაც დამიჯერეთ ძალიან მაგარი შედეგები აქვს, იმისთვის ე.წ. თავდადებულმა მომხარებელმა აღმოგაჩინოს და შენი გულშემატკივარი გახდეს. ჩემი ჰეშთეგების რისერჩს დავდებ ქვევით, ბონუსის სახით.
ეს რაც შეეხებოდა ინსტაგრამის მენეჯმენტის სერვისის შეთავაზებას ფაივერზე, ახლა გადავიდეთ ამ სერვისის შეთავაზებაზე თვითონ ინსტაგრამზე.
მე ერთადერთი რამის მჯერა, შეგიძლია ყველანაირი სერვისი/პროდუქტი გაყიდო თუ შეარჩევ სწორ სამიზნე აუდიტორიას შესაბამისად აქ მთავარია ლამაზი/მიმზიდველი/პროფესიონალური ინსტაგრამ გვერდის გაკეთება და აღნიშნული გვერდის გამოყენებით შენი სერვისის პრომოუშენი.
თუ გაქვს ინსტაგრამის ბოტი, შეგიძლია მარტივად დაამატო აღნიშნული ექაუნთი და დაიწყო ძალიან ძლიერი follow/unfollow (დაახლოებით 800/900 დღიურად); ვის უნდა მიჰყვე? მაგალითად ჩემი სამიზნე აუდიტორია ეხებოდა ამ გვერდს -
https://www.instagram.com/foundr/ ; სწორედ დიდი წარმატება ვნახე ამ გვერდის მიმდევრების follow/DM-ის მიქსის გამოყენებით.
დაახლოებით 800 ფოლლოუ და 40 DM, ხოლო ყველა მომხმარებელს ვინც დამიფოლოვდება ვწერ მისალმების მესიჯს, რომლის მიხედვით ვეხები მათ კონტენტს და რა ხელშესახები შედეგი შეიძლება ნახონ ჩემი გუნდის დახმარებით.
მესიჯის მაგალითი:Hi, thanks for following;
I own digital marketing agency and i'm consantly looking for freelance help with instagam marketing. If you want grow your account easily and manage your content for great engagement, you can test my service. price are given on our website, you can check link in my bio.
Before you go, bear in mind that we have 4 days free trial, which means that i'll work for you free for four days.
Hope you have a good day
To your success
Digital Marketing Agency "თქვენი მოფიქრებული სახელი"
ფაივერისგან განსხვავებით, როგორ ხედავთ აქ ვთავაზობ უფასო 4/5 დღიან მომსახურებას - იტყვით რომ რა აზრი აქვს მაგრამ აქ სამაგიეროდ 4/5 დღიანი უფასო მომსახურების შემდეგ ყველა კმაყოფილია და შესაბამისად სერვისის ფასი შემიძლია გავასამმაგო და თუკი ფაივერზე ფასებს აგდებენ შენი კონკურენტები და ვალდებული ხარ, რომ შენც მათ ფასებს მიჰყვე (თუ არადა მომხარებელი წავა მათთან), აქ ინსტაგრამზე პირდაპირი პრომოუშენის შემდეგ შენ შეგიძლია ფასები გაბერო - გააოთხმაგო ან საერთოდ გაათმაგო - ეს უკვე შენზეა დამოკიდებული.
ინსტაგრამიდან აყვანილ კლიენტებს მე პირადად გაორმაგებულ ფასებს ვართმევ ვიდრე ფაივერზე, და ამაზე უკმაყოფილო არასდროს არავინ ყოფილა.
ფაივერზე გასაგებია რომ თანხა გერიცხება ფაივერის ანგარიშზე და შემდეგ შეგიძლია ფეიფალზე გადაირიცხო, მაგრამ როცა დამოუკიდებლად მოძებნი მომხარებელს ფაივერის გარეთ მაშინ მარტივად შეგიძლია გაუგზავნო საკუთარი ფეიფალის იმეილი და უთრა რომ აქ დარიცხონ თანხა ანდაც მისცე ოფიციალური ინვოიცი რომელსაც გიმზადებს ფეიფალი - მე მაქვს ფეიფალის ბიზნეს ექაუნთი და იქ მაქვს ე.წ. ინვოისინგ ფუნქცია სადაც შეგილია ოფიციალური ინვოისი გამოწერო და გაუგზავნო მომხარებელს რომელიც შემდეგ გადაიხდის და ეს აირიცხება შენს ანგარიშზე. ყოველთვის პირველს ვანიჭებს უპირატესობას რადგან უფრო ახლო ურთიერთობას ჰგავს ეს ყველაფერი და რაც უფრო ჩვეულებრივი ურთიერთობა გექნება მომხარებელთან მით უფრო დიდი შანსი, რომ დიდი ხანი დარჩნენ შენთან.
2. Instagram + Affiliateამ შემთხვევაში, გავწევრიანდებით რომელიმე დიდ affiliate პროგრამაში (Peerfly, Maxbounty) და ვიწყებთ იქ არსებული პროდუქტების პრომოუშენს ინსტაგრამის გვერდის შექმნით.
მე მაგალითად ძალიან მომწონს კატეგორია - Beauty products - იმიტომ რომ ინსტაგრამზე ტრენდშია მოდა/სილამაზე/makeup/წარბების კორეცია/წამწამების დაგრძელება და ა.შ.
ანუ მთელი beauty industry ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი ნიშაა ინსტაგრამზე.
პირველ რიგში ავირჩიოთ კონკრეტული შეთავაზება, მაგალითად მე უფრო მეტად ვიყენებ peerfly-ს და შესაბამისად პრომოუშენს ვუკეთებ კონკრეტულ პროდუქტს - BeautyFix (რაც არის skin care box ანუ რამოდენიმე პროდუქტია გაერთიენებული კანის მოვლისთვის)
იხდის ფიქსირებულ 16 დოლარს თითო გაყიდვაზე და ყოველთვე 100+ დოლარი ავტომატურ რეჟიმში, სრულებით უნდა გაკმაყოფილებდეთ. (ყოველ შემთხვევაში დამწყებების მაინც)
რა არის საჭირო?
1. ქმნით მარტივ სილამაზესთან და თავის მოვლის ნიშაში ექაუნთს (შექმნის შემთხვევაში საკმაოდ გაგიჭირდებათ, ამიტომ დაგჭირდებათ ძველი 5/6+ თვის ექაუნთი - შეგიძლიათ აქედან ->
https://www.blackhatworld.com/seo/aged-high...-1-year.954581/ სულ რაღაც 1 დოლარი ღირს 1 წლის დაძველებული ექაუნთი)
2. კონტენტი - მარტივად შეგიძლია გადმოიწეროთ ის გუგლიდან, თავად ინსტაგრამის გვერდებიდან და შემდეგ ატვირტოთ ანდაც გამოიყენოთ ე.წ. რეპოსტ აპლიკაცია და სხვა ექაუნთების კონტენტი დაპოსტოთ ხოლმე რადგან სხვა გვერდებს ძალიან პროფესიონალური ვიდეობი აქვთ ამ ნიშაში და თქვენი გვერდიც ამ ვიდეოს/სურათის გაზიარების შემდეგ უფრო მეტად პროფესიონალური სახის იქნება - თუნდაც შეგიძლიათ ვიდეოები აზიაროთ თქვენს გვერდზე ამ ექაუნთიდან -
https://www.instagram.com/eyelashes/3. ბოტი - ყოველდღე გაძლიერებული follow/unfollow - 800/1000 follow-ით, დაახლოებით 70-85 წამიანი შესვენებით follow-ებს შორის, და მე პირადად არასდროს ვასვენებ ექაუნთებს ანუ 24 საათი ჩართული მყავს რადგან 85 წამიანი დაშორება თითოეულ ფოლოუს შორის ჩემი აზრით ალგორითმის თვალში არ ტოვებს ცუდ შთაბეჭდილებას
აღნიშნული affiliate პროგრამებში გაწევრიანება არცთუისე მარტივია, საჭიროა ოდნავი გამოცდილება მაინც გქონდეთ მარკეტინგშიც და უთხრათ (როდესაც მეილს მოგწერენ და შემდეგ დაგირეკავ მობილურზე) თუ როგორ აპირებ მათი ოფერტების პრომოუშენს. მაგალითად მაქსბაუნთიზე არავის მოუწერია მეილი პირდაპირ დამირეკეს ხოლო peerfly-ის შემთხვევაში პირადმა მენეჯერმა კორიმ ჯერ მეილით დამეკონტაქტა და შემდეგ დამირეკა.
3. Growing Instagram Accounts N Flippingეს ჯერ კიდევ მომავლის ამბავია ჩემს შემთხვევაში თუმცა ვხედავ რომ ბაზარი არცთუისე ათვისებულია და უკვე საჭიროა აღნიშნული ნიშის დაკავება (თუმცა საჭიროა მოთმინება 3/4 თვე და დიდი შემოსავალიც აქედან არ უნდა იყოს - ჩემი გამოთლევით საშუალოდ 500-600 თვიურად)
წლების განმავლობაში ვიცოდი რომ ხალხი ამაზონის აფილით პროგრამაში წევრიანდებოა, შემდეგ მასზე აწყობდა ვებსაიტებს - აკეთება საძიებო სისტემების ოპტიმიზაცის კონკრეტულ ქივორდებზე და ბოლო 6 თვის შემოსავლის 12/15-ჯერ უფრო დიდ ფასად ჰყიდდა.
მაგალითები:
https://www.cloudliving.com/luqman-khan-success-story/http://www.nichepursuits.com/case-study-so...550000-29-days/თუმცა ამ მოდელის გადმოტანაც შეიძლება ინსტაგრამზე რადგან აქ უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა თუმცა
საჭიროა:1. დაძველებული ექაუნთი - 1 წლის მაინც
2. ნებისმიერ ნიშა - ინსტაგრამზე ყველაზე მეტად ტრენდშია ფოტოგრაფია/beauty/ფიტნესი
3. Instagram bot - იმიტომ რომ ვიწყებთ გაძლიერებულ 800/1000 follow-ს ყოველდღიურად, შეუჩერებლად
4. კვირაში 3/4 სურათი/ვიდეოს დამატება
ყოველთვე საშუალოდ თითოეულ ექაუნთზე გამომდის 4000+ follow, რაც ნიშნავს იმას რომ საშუალოდ 80 დღე არის საჭირო იმისთვის რომ 10 000 follower-ს გადასცდეს ექაუნთი.
10 000 follower-ის შემდეგ იწყება უკვე ნამდვილი ბიზნესი და ხდება უკვე ექაუნთის გაყიდვა; საშუალოდ ფასი 1000 follow-ერზე არის 10 დოლარი, ანუ 10 000 follower-იანი ექაუნთის გაყიდვა შეიძლება 100 დოლარად მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ბაზარზე უკვე ასეთი ფასები არსებობს, მე როცა შევდივარ ნიშაში ყოველთვის მიყვარს ფასების დაწევა და კონკურენტების განერვიულება და ამიტომ საშუალოდ 70-75 დოლარად მარტივად გაიყიდება 10 000 follower-იანი ექაუნთი.
შესაბამისად ნუ გაზრდით მხოლოდ ერთ ექაუნსთ - დაიწყეთ დღესვე 20 ექაუნთის გაზრდა და ყოველ კვირაში დაამატეთ ახალი პარტია 20 ექაუნთის სახით (რაც ნიშნავს იმას რომ 3 თვის შემდეგ როცა დაიწყება ექაუნთის გაყიდვა, თქვენ უკვე აწყობილი სისტემა გექნებათ და ყოველ კვირას ბოლოს უკვე ახალი 20 გასაყიდი ექაუნთი გექნებათ)
არ შემოიფარგლოთ მხოლოდ 10 000 follower-ით და შეგიძლია ახვიდეთ 20/30/40K follower-ზე რაზეც რა თქმა უნდა უფრო დიდი ფასი შეგიძლიათ დაადოთ.
ასეთი სერვისი უკვე არსებობს blackhatworld-ზე და ძალიან დიდი წარმატებით იყიდება ექაუნთები, ასე რომ მოცდა აღარ შეიძლება!
მაგალითები:
https://www.blackhatworld.com/seo/instagram...llowers.961171/https://www.blackhatworld.com/seo/instagram...llowers.894372/https://www.blackhatworld.com/seo/instagram...llowers.884304/აღჭურვილობა ინსტაგრამ მარკეტინგისთვის
Proxies - მე ვიყენებ InstantProxies ყოველთვის მაგრამ ასევე აქებენ ProxuMillion-ს, ორივე სერვისი შეგიძლიათ ნახოთ blackhatworld-ზე
Instagram Bot - აქ მას პლანერის დახურვის შემდეგ, კიდევ უფრო დიდი არჩევანი გახდა, რადგან იგრძნეს რომ მათ ჩამოშორდათ ძალიან დიდი კონკურენტი მას პლანერის სახით; ნუ რაც არის ისიც დამაკმაყოფილებელია მიუხედავად იმისა, რომ მას პლანერი თავისი თვიური ფასიდან გამომდინარე იდეალური ვარიანტი იყო
1. GramDominator - ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი მას პლანერის შემდეგ, თავისი იაფი ფასიდან გამომდინარე და 24 საათიანი დამხმარე ჯგუფიდან გამომდინარე, ბოტის მფლობელი სამიტი არის ძალიან მაგარი ადამიანი და უბრალდო შანსი არ არის რომ თქვენი რომელიმე მოთხოვნა ყურადღების გარეშე დატოვოს; (
https://www.blackhatworld.com/seo/gramdomin...7#post-10277207 )
2. Nova Automation - ჯერჯერობით ახალი მაგარი ძალიან ძლიერი ბოტია, თავისი მაგარი ფუნქციებით, მითუმეტეს შექმნელი ძალიან სანდო ადამიანია ფორუმზე და არამგონია ცუდი პროდუქტი შეექმნა (
https://www.blackhatworld.com/seo/nova-auto...a.958976/unread )
3. უფასო ბოტი -
https://github.com/instabot-py/instabot.py - შექმნილია პითონის ბაზაზე ამიტომ საჭიროა დეტალურად მიჰყვეთ ინსტრუქცია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რეალურად მასპლანერმა შავ ბაზარზე გადმოინაცვლა, მაგრამ ფასები უფრო მეტად გაძვირდა.
ახლა შეგიძლიათ შეიძნოთ მათი სერვისი მაგრამ შემოვლით გზებით
მისწერეთ ამ მეილზე - admin@massplanner.com
და უთხარით რომ მას პლანერის ყიდვა გინდათ და უთხარით რომ ამ მეილის მხრიდან ხართ გამოგზავნილი - ryantribephotos@gmail.com
ფასები ასეთია:
Plan 1: $19.97/month for up to 10 accounts in total
Plan 2: $29.97/month for up to 30 accounts in total
Plan 3: $49.97/month for up to 70 accounts in total
ძალიან ძვირია, მაგრამ ვისაც მას პლანერი უნდა მისთვის ნამდვილად ხელსაყრელია მაშინ როდესაც თეთრ ბაზარზე ინსტაგრამის მოთხოვნის შემდეგ კომპანია დაიხურა

ეს კი მარტივი ტექსტი, რომლის მსგავის შეგიძლიათ მისწეროთ:
Hey
I'm looking for purchasing mass planner; my referral email is ryantribephotos@gmail.com
and I want to buy plan 1 for 19.97$ (ან რომელიც თქვენ გსურთ)
რაც შეეხება ჰეშთეგების ძიებას, მას ასეთი მარტივი პროცესი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როგორც იცით ერთ პოსტში შეგიძლიათ მაქს. 30 ჰეშთეგის მითითება
ამიტომ ასე ვყოფ:
10ს ვამატებ ძალიან ცნობილ ჰეშთეგს - ჰეშთეგი რომელსაც ძიების შედეგად აქვს 1 000 000-ზე მეტი რეზულტატი
10ს ვამატებ შედარებით ცნობილ ჰეშთეგს - ჰეშთეგი რომელსაც ძიების შედეგად აქვს 100 000-999 999 შორის რეზულტატი
10ს ვამატებ უცნობ ჰეშთეგს - ჰეშთეგი რომლსაც ძიების შედეგად აქვს საშუალოდ 50 000 - 99 999 რეზულტატი
თავად ჰეშთეგებს ვეძებ თვითონ ინსტაგრამის პოსტებში (სურათი/ვიდეო)
ანუ მაგალითად ვართ სამოტივაციო ნიშაში
პირველი რაც მომდის გონებაში ეს არის motivation
შესაბამისად ვიღებ აღნიშნულ ჰეშთეგს, ვწერ ინსტაგრამის საძიებო ველში და ვნახავ რომ აღნიშნლი ჰეშთეგის ქვეშ არის 112,893,874 პოსტი, ანუ ეს ჰეშთეგი არის ძალიან ცნობილ ჰეშთეგებს შორის - ეხლა უკვე ვიწყებ სათითაოდ ყველა პოსტის შემოწმებას (უფრო მეტად ვეძებ აქ - Most Recent კატეგორიაში) და ვნახულობ თუ ვის რა ჰეშთეგი უწერია. დაახლოებით 30 წუთიანი ძიების შემდეგ მაქვს ხოლმე 30 ჰეშთეგი რომელიც იდეალურია ყოველ კონკრეტულ ნიშაში.