მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვას დიდი ვნებათღელვა ახლავს თან. იშვიათად, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთხმად აღიაროს გარდაცვლილის დამსახურება.
მთაწმინდის პანთეონი ყველა ქართველის ცნობიერებაში მიჩნეულია ადგილად, სადაც ის ხალხი უნდა განისვენებდეს, ვინც თავის სფეროში მთელი ეპოქა შექმნა დაუვიწყარი ემოციებით და კაშკაშა ვარსკვლავივით გადაუარა ცაზე ქართული ცის კაბადონს.
მე-20 საუკუნის მწერლებს, პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს საბჭოთა დამღა აზით. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, მათი ღვაწლის შეფასებისას ობიექტურები რომ ვიყოთ, უნდა უგულებელვყოთ მათი პოლიტიკური ორიენტაცია და წმინდად თავისი სფეროს მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ (ბუნებრივია, პოლიტიკოსებს ეს არ ეხებათ).
ღმერთმა კიდევ დიდ ხანს აცოცხლოთ და წინასწარ დავასახელოთ, ვინღა შემორჩა მეოცე საუკუნის გამოჩენილ პიროვნებებს ისეთი, ვინც იმსახურებს მთაწმინდის პანთეონს?
გთხოვთ ჩამოვთვალოთ და დავასაბუთოთ.
სიის პირველ ნომრად ვასახელებ კინორეჟისორ
ელდარ შენგელაიას. შემქმნელს კინოშედევრებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, "სამანიშვილის დედინაცვალი" და „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.
ელდარ შენგელაიამ ბრწინვალე კვალი დატოვა ქართული კინოს ისტორიაში და ღირსეულად იკავებს ადგილს მთაწმინდის პანთეონში დასაკრძალ მოღვაწეთა კანდიდატებს შორის.
გააგრძელეთ ისტორია
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 12 Nov 2017, 10:52
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”