საბერძნეთის მთავრობას სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანას მოყვანა საქმიანობის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიაჩნია, რომელიც ეკონომიკას 7–წლიანი კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
ამის შესახებ სოფლის განვითარებისა და სურსათის მინისტრმა ევანგელოს აპოსტოლუმ Bloomberg–თან ინტერვიუშლი განაცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო მარიხუანის წარმოებით დაინტერესებულმა მეწარმეებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, 1,5 მილიარდი ევროს ღირებულების სათბურები ააშენონ საბერძნეთის ტერიტორიაზე.
საბერძნეთი სამედიცინო კანაბისის მსოფლიო ბაზარზე გასვლას გეგმავს, რომლის საექსპორტო პოტენციალი უახლოესი 10 წლის განმავლობაში 200 მილიარდ ევროს შეადგენს.
საბერძნეთში მარიხუანას ლეგალიზაციის კანონპროექტში წერია, რომ 12–15 სათბურისაგან შემდგარი ერთი კომპლექსი საშუალოდ 400 ადამიანს დაასაქმებს. უმუშევრობის დონე ქვეყანაში 2011 წლიდან 20%–ზე დაბლა არ ჩამოსულა.
მარიხუანას ლეგალიზების კანონპროექტის საბერძნეთის მთავრობა პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს.
სამედიცინო დანიშნულების მარიხუანის მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაცია დღეისათვის წელიწადში 8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წლისთვის, Forbes–ის მონაცემებით, აღნიშნული ბაზრის მოცულობა წელიწადში 31,4 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. დღეისათვის ბაზარზე სამედიცინო მარიხუანას მიწოდების 90% აშშ–ზე მოდის.
რამე იქნებ ჩვენც მოვიფიქროთ მსგავსი