გამარჯობა ფორუმელებო, ინტელის დედაპლატა მაქვს 1156 სოკეტზე... ვიცი რომ რაღა დროს 1156 ია და რამე... მაგრამ არც ისე ცუდია და სუსტია როგორც ერთი შეხედვით ჩანს... მოკლედ უფულობა მაჩვენე და ოვერქლოქს განახებო... მარა მასეც არ ყოფილა, არ რაზგონდება ეს ოხერი

საერთოდ არ აქვს ექ ფუნქცია ბიოსში... i5 760 დაყენება მინდოდა, იდეაში სოკეტი იგივეა, მაგრამ ვერ წაიკითხა პლატამ, არადა 760 არაა ცუდი პროცესორი და თუ რაზგონდება ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისი იქნება შესაბამისი ვიდეო კარტის შემთხვევაში... მოკლედ 760 ს რომ 50 ლარად ნახულობ და თან ყველაზე ძლიერ მეოთხე თაობის ი3 ს ორი პროცენტითაც სჯობს რომელიც თავის მხრივ ოთხჯერ ძვირი ღირს ისევ მირჩევნია ამ სოკეტზე დარჩენა და ამის გაძლიერება ბოლომდე...
ეხლა თემის არსი რაშია...
ოვერქლოქის არც მამა ვარ არც ბიძა და არც არავინ, არც მთლად ჩაინიკი ვარ, პირდაღებული და დორბლიანი არ დავიწყებ პასუხების კითხვას მაგრამ იქნებ ვინმემ მირჩიოთ რამე... შეიძლება ბიოსის შეცვლა და ისე გაკეთება გადაკეთება დაფლეშვა თუ რასაც ეძახით რომ ყველანაირი პროცესორი მიიღოს პლატამ და კარგადაც რაზგონდებოდეს... რა შეიძლება რომ გაკეთდეს და რა თანხებთანაა დაკავშირებული, ჩემით თუ ვერ ჷევძლებ და საერთოდ ვინმე თუ იცით ვინც ამის გაკეთებას შეძლებს... მინდა 1156 სოკეტი გავწურო ბოლომდე... ამ წუთქს გასაწური ბევრი არაფერი მაქვს

i3 530 8გბ რამი და gtx 560 ti sc მიყენია, 460 ვატიანი ქულერ მასტერით... უვრალოს მაინტერესებს რა შეიძლევა და თუ ვინმეს აქვს გამოცდილება ამ სკითხთან დაკავშირებით,მადლობელი დაგრჩებით გაზიარებით

პ.ს ვიცი რა ღა დროა ეგ სოკეტია და უნდა გადავაგდო...