#51675062 · 15 Nov 2017, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნებისმიერი ქვეყნის აწმყო(რეალობა) არის ისეთი როგორიც იმსახურებს ამას მისი მოსახლეობა.
გერმანია, რომელმაც ომები წააგო და მიწასთან იყო გასწორებული, შეძლო და დღეს მეგა სახელმწიფოდ შედგა, თუ კარგად დავაკვირდებით როგორ შეძლო წაგებულმა ქვეყანამ ამხელა ჭაობიდან ამოსვლა და მოგებულ ქვეყნების უკან მოტოვება, დავინახავთ რომ ეს არის გერმანელი ხალხის ცნობიერების, ესეიგი მაღალი პასუხისმგებლობის აღების და ქვეყნის შენების პროცესში მიღების უნარი.
ჩემი აზრით საქართველოსთვის უმთავრესი პრობლემაა ჩვენი დაბალი ცნობიერება, ხელის შვერა სხვაზე, პასუხისმგებლობის აცილება და სხვაზე გადაბრალება. უმთავრესად უნდა გაჩნდეს ნება ჩვენში, რომ ჩვენ ვართ მთავარი ძალა, შემკვეთები და მთელი მთავრობა ჩვენი მოყვანილია, ჩვენ ვართ შემკვეთები, ისინი ჩვენი ნების აღმსრულებლები.
|