სულ მინდოდა ღვინის ექსპერტობა
ანუ, სომელიეობა და ეგეთი ყლინჯობა არა. გავარტყი ისეთ პროფესიას, სადაც ჭამა-სმაში გიხდიან ფულს და არაფერს აკეთებ გარდა ფსლიკისა და მძღნრისა,
მაგრამ სულ მინდოდა რაფინირებული ადამიანის იმიჯის კულტივაცია. და ერთერთი ნაწილი ამ იმიჯის არის ღვინის სიყვარული. ოღონდ სიყვარული არა გათხლეშვამდე, არამედ ნატიფად და ნიუანსებში გემოს გაგებამდე. ამაზე დავა რომ შეგიძლია და ასეულობით ღვინის სახეობის გემოს შედარება და მათი სილამაზით ტკბობა. ჭიქაში დასხმულ ღვინოს რომ შეაყანყალებ და სითხის კონსისტენციით უკვე რომ იცი რა გემო ექნება, აი ეგეთ დონეზე...
ასეულობით არა, მაგრამ ათეულობით ღვინის სახეობა მაქვს გასინჯული. ქართულებიც, იტალიურებიც, ფრანგულებიც, ავსტრალიურიც. ტკბილი ღვინოები მომწონს, როგორც ყველა ნუბს და ჩაინიკს. აი , უფრო ნავარაჩენი დონეზე კი ვიჭედები: მშრალ ღვინოებზე. კარგ საფერავს და კარგ პინო ნუარს ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან (თითქმის)

ვცდილობ რომ ის ხილის არომატების ბუკეტი, მიწის ძალა და სხვა ათასი სურნელი დავიჭირო მათი გასინჯვისას , მაგრამ მარტო სპირტის გემოს ვგრძნობ
დალტონიკი ენა მაქვს თუ რა არის?