დღეს დანიშნულების ადგილზე 40-45 წუთით ადრე მივედი, მაგრამ საცობებში არ მომიწია ყოფნა, რაც უკვე კარგია.
მირჩევნია ადრე მივიდე, ვიდრე საცობებში ვიდგე უაზროდ.
ჰოდა დღეს ადრე მომიწია მისვლა და გადავწყვიტე გასეირნება.
ისეთ ადგილას ვაპირებდი გასეირნებას, სადაც მრავალი მათხოვარია და ამიტომაც ჯიბეში 3-4 ლარის ღირებულის ხურდები ჩავიგდე(5-10-20 თეთრიანებით)
გავეშურე ნელი ნაბიჯებით და პირველივე ბებოს მივეცი ცოტა ხურდა, მერე ბავშვი დავინახე(ქართველი იყო) ლიმონს ჰყიდდა და ჩავუარე(გავიფიქრე უკანა გზაზე დავეხმარები თქო)
კიდევ ერთი ხანშიშესული ქალბატონი გაეძრო პეპსის ჭიქით, რაღაც ნიტოდ გამოიყურებოდა, ვერ მოვწვი მათხოვარი იყო თუ არა, მაგრამ მერე მაინც ვიფიქრე რომ მათხოვარი იყო და ჭიქაში ჩაგდება დავაპირე ფულის, ამან კი დაიბნა თუ რა მოუვიდა არ ვიცი, გაწია უცებ ეს ჭიქა. მეც შემრცხვა იქნებ არ იყო ეს ქალი მათხოვარი მეთქი და ასეთი კითხვა დავუსვი: "რა არა!?" თან გაკვირვებული სახით.
ჩავუგდე ის 50 თეთრი და წამოვედი.
დავინახე ისევ ის ბავშვი(ლიმონებს რომ ჰყიდდა), ვიღაც სხვა ბავშვს მისცა დედამ ჰამბურგერი აჰა და მიეციო და მიუტანა ამ ბავშვა იმ ლიმონების გამყიდველს ჰამბურგერი და ისე საყვარლად გადაუხადა მადლობა შემეცოდა რაღაცნაირად

მეც მივეცი 1 ლარი და თან ვუთხარი: "ოღონდ ლიმონი არ მინდა" იმან რატომო? მგონი გაუტყდა. ანუ არ მინდოდა იმ პონტში რომ არ მინდოდა თორემ იმ ლიმონს კი არ სჭირდა რამე, უბრალოდ მე არ მინდოდა ლიმონი იმ მომენტში. ჰოდა რაღაცნაირი ამბავია.
თან სევდიანი
თან სასიამოვნო
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options