ჩაკვდა ქოცებო ბაზარი
აშშ-ის ელჩი ომბუდსმენის ინსტიტუტს და უჩა ნანუაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
2017-11-18 15:55:00
ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას საქართველოში აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა. იან კელიმ უჩა ნანუაშვილ მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აშშ-ის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალი ომბუდსმენი დამოუკიდებელი იქნება:
„ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავრობა მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და ბატონ უჩა ნანუაშვილს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა. მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები, თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მათი ანგარიშვალდებულება და ასევე არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, მოქალაქეებისა და პრობლემების მთავრობამდე მიტანა, ამაში სახალხო დამცველი დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება და გააგრძელებს ამ საქმიანობას,“- განაცხადა იან კელიმ.
http://www.newposts.ge/wap.php?ID=157202