GBalaxaამ კაცმა რა იკითხა და რაზე დაობს აქ ერი? ვინც იცით უპასუხეთ, რა საჭიროა აქ რაღაცეების მტკიცება და ომების გაჩაღება არ მესმის????

თუ მერსედესი გირჩევნიათ ღმერთმა ბედნიერებაში მოგახმაროდ!

რაც შეეხება 3.0 BMW M57 ძრავს!
ეს ძრავი არის ძველი ბეემვეს დიზელების გვირგვინი რის შემდეგაც ბეემვეს ძრავების ხარისხი რადიკალურად დავარდა ისევე როგორც ყველა სხვა მწარმოებლის და ექვემდებარება მარტივ ევროპულ/ამერიკულ წესს: 5 წელი იხმარ მანქანას და მერე გადააგდებ, რადგან ძალიან გიძვირდება მისი შენახვა! ეს პრობლემები ქარხნულად არის ჩადებული რომ ძველი (5-10 წლის) მანქანისკენ გახედვაც კი არ მოგინდეს ადამიანს. "ჯობია დავამატო და ახალი ვიყიდო თორემ უფრო გავიწეწები" ასე უნდა იფიქროს საშუალო გერმანელმა ჰანსმა ან ჰერტრუდამ როცა მანქნას არჩევენ! დამთავრდა ის დრო როცა მანქანები კეთდებოდა იმისთვის რომ მინიმუმ 15 წელი ( ან 500 000 კმ) უპრობლემოთ ეარათ. თითქმის ყველა 2005 წლის შემდეგ გამოშული ახალი მოდელის მანქანა არის უარესი გამძლეობით ვიდრე მათი წინაპარნი და ეს ცუდი ტენდენცია კიდევ უარესდება!
ამიტომაც: E46, E39, E53 E38, E60 (პირველი გენერაცუია) არიან უკანასკნელი მოჰიკანები რომელთა დიზელის ძრავები გამოირჩევიან ძალიან დიდი გამძლეობით! ლაპარაკია მხოლოდ 2.5 და 3.0 ძრავებზე!
ძრავები ყველას ერთი აქვს, განსხვავებაა მხოლოდ კომპიუტერის "პრაშივკაში" და იშვიათად ტურბინის ზომაში (დამოკიდებულია რომელ ქვეყნისთვის გამოვიდა ეს თუ ის ავტომობილი). ანუ, მარტივად შეიძლება მაგალითად 193 PS ძალიან 330, 530 ძრავს ჩაუწერო X5 "პრაშივკა" და გახადო 218 ცხენი

, და თუ ტურბინას გამოუცვლი 235 ცხენიც
ყველაზე კარგია თუ შესძლებთ 2001 შემდეგ გამოშვებულ მაქანის შეძენას რადგან მათ ძრავებში გამოყენებულია Common rail შეფრქვევის სისტემა რაც ძალიან აჩუმებს დიზელის რაკრაკს, და ასევე არ სჭირდება ძვირიანი მაღალი წნევის დიზელის ტუმბო რომელსაც ზოგადათ ყოველთვის აქვს პრობლემები და მისი რეგულირება ძნელი თემაა საქართველოში! მაღალი წნევა იქმნება დიზელის მაღალი წნევის ტუმბოთი ("რომელიც მუშაობის პრინციპით ძალიან ჰგავს ბენზინის ტუმბოებს) ხოლო მერე როგორც ბენზინის მანქანებში ფრქვევანების(ფარსუნკები) კომპიუტერული მართვით ხდება დიზელის უშუალოდ შეფრქვევა ცილინდრებში. მოკლედ ბევრად მარტივი და კარგი სისტემაა რომელიც ძალიან აჩუმებს დიზელის რაკრაკს.
დანარჩენი ამ ძძრავებს ფაქტიურად უცვეთი აქვს თუ ჩაასხავთ კარგ და მხოლოდ სინთეთიკურ ზეთს, და გამოცვლით მასს ყოველ 5 000 კმ-ზე!
წარმატებებს გისურვებთ შეძენაში
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99