400 ლარი რა ამბავია სტაჟიორისათვის?! 100 ლარიც ეყოფა და შაბათ-კვირასაც ამუშავეთ აუცილებლად! ბედნიერი უნდა იყოს რომ აიყვანეს! და შოლტიც არ დაგავიწყდეთ!
დამსაქმებელთა საყურადღებოდ! სანამ ასეთ მარგალიტებს დადებთ ხოლმე, ცოდა დაუფიქრდით და დასაქმებულის გადმოსახედიდანაც სცადეთ იაზროვნოთ. ვიცი რთულია, მაგრამ მაინც სცადეთ ხოლმე.
აი იცი ინგლისური, გაქვს მაგისტრის ხარისხი, კარგად ლაპარაკობ და თარგმანიც შეგიძლია. შენ წინაშე ორი არჩევანია:
ერთგან კვირაში 40 საათი "პახაობ", გაძლევენ ღმერთმა უწყის რამდენ გვერდს სათარგმნად, ზეწოლა არის სერიოზული ზემდგომებისგან, როგორც ყველგან ამ წყალწაღებულ სახელმწიფოს მსგავს წარმონაქმნში, არანაირი განვითარების ან დაწინაურების პერსპექტივა და ანაზღაურება კიდევ მიზერული 400 ლარი......
ან შეგიძლია უბრალოდ აიყვანო ხუთი მოსწავლე თვეში და ყველა ვარიანტში უფრო მეტი გამოიმუშავო, დროც უფრო მეტი დაგრჩება და შენ თვითონ დაადგენ განრიგს. შეგიძლია თავისუფალი დრო გამოიყენო შენთვის, დამატებით თვითდასაქმებული თარჯიმანი გახდე ან სინქრონულიც სცადო. ხოდა ახლა თქვენი აზრით რომელს აირჩევს ინგლისურის თუნდაც ნორმალურ დონეზე მცოდნე?!
კიდევ დარწმუნებული ვარ მაგ 400 ლარში საშემოსავლოც არ შედის და ხელზე სულ 320 ლარი გამოვა. ინგლისურის მცოდნე ექსპერტი თვეში ორი მოსწავლის რეპეტიტორობისგან აიღებს მაგდენს!
ვაგლახ, მთელი ჩემი ცხოვრება ინგლისურს ვსწავლობ, ვამუშავებ და ვხვეწ, რუსულიც ძალიან კარგად ვიცი, ახლა კიდევ გერმანულს ვეჭიდები. რამდენი წელია ვთარგმნი საკმაოდ რთულ ტექსტებს. ნებისმიერ შემთხვევაში გვერდში 10 ლარზე ნაკლების მიცემა თარჯიმნისათვის უკვე არის მონობა! თქვენ კიდევ ფიქსირებულ კაპიკებად გინდათ თარჯიმანი, რომ მერე 100 გვერდი მისცეთ ალბათ კვირაში სათარგმნად და აქეთ დააყვედროთ, სამუშაო ხომ მოგეციო!
და მერე კიდევ წუწუნებთ, არ მოდიან ეს ზარმაცი ქართველები ვაკანსიებზეო.
This post has been edited by Hiksos on 1 Feb 2018, 10:27
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997