სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ვანო გოლაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. გარდაცვლილს ხვალ დილით ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც პანაშვიდი გაიმართება. დაღუპულ სპეცრაზმელს ტაძრიდან 14.00 საათზე გამოასვენებენ.
21-22 ნოემბერს, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 სამართალდამცველი. დაჭრილთაგან ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...krdzalaven.htmlოჯახს გადაეცემა ერთჯერადად ასი ათასი ლარი და ყოველთვიურად ათასი ლარი
ასევე, მის ოჯახს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ბინით თბილისში
დიდება გმირებს