მაყვალა დანგაძე: "არჩევნების დროს წყალტუბოში ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში მივედი. იქ დამხვდა ვინმე მაია, მითხრა, ამ ინფორმაციას გადავამოწმებო. მეორე დღეს დამირეკა და სულ "წინასაარჩევნო აფერისტი" მეძახა და მაგინა"
მოქალაქე მაყვალა დანგაძე "კვირის პალიტრას" დაუკავშირდა და განაცხადა, რომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძის მშობლებთან დაკავშირებული კომპანია მის კუთვნილ მიწაზე უკანონოდ შეიჭრა და კარიერს არალეგალურად ამუშავებს.
მაყვალა დანგაძე: - ჩვენი ოჯახის კუთვნილ მიწაზე უკანონოდ შემოიჭრნენ და ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე დაიწყეს კარიერის დამუშავება. ეს წლებია,გრძელდება. ლაპარაკია 500 კვმ მიწაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჟონეთში, რომელიც დღესდღეობით ჩემი შვილის (შალვა ჯანგავაძის) სახელზეა რეგისტრირებული. ამ ნაკვეთზე გრანიტს მოიპოვებენ შპს "ანრე 2006" და შპს "სვაია", მათი უკანონო საქმიანობის უკან კი ნინო ბურჯანაძის ოჯახის ინტერესები იმალება.
- ამას რით ადასტურებთ?
- 2010 წლამდე შპს "ანრე-2006"-ის მეწილეები იყვნენ ქალბატონი ნინოს დედ-მამა, ანზორ და თინა ბურჯანაძეები. ახლა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებში კომპანიის მეწილედ მხოლოდ თინა ბურჯანაძეა მოხსენიებული. შპს "ანრე 2006"-ს და "სვაიას" ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და საქმიანობენ კიდეც ჩვენი ოჯახის კუთვნილ მიწაზე. ამ კომპანიების წარმომადგენლები ჩვენი მეზობლები არიან. წლების განმავლობაში მათგან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოგვკლებია. თავის დროზე სწორედ ამ მეზობლებთან კონფლიქტი გახდა ჩემი მეუღლის (ჯემალ ჯანგავაძის) გარდაცვალების მიზეზი ინფარქტით, ფაქტობრივად, ამ საქმეს შეეწირა. ამ ჩვენს მეზობლებს ბურჯანაძეები მფარველობდნენ, ჩვენ კი ღარიბები ვიყავით და ადვილად დაგვჩაგრეს, რაც გვქონდა, ისიც წაგვართვეს.
ახლა, ვინაიდან ეს მიწა იურიდიულად ჩვენს საკუთრებაშია, სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებასაც კი ვერ ვიღებთ. არადა, ჩვენი მიწით სხვები სარგებლობენ. ამჟამად სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები და თუ სამართალმა პური კვლავაც ვერ ჭამა, მაშინ შევაკვდები ამ მიწას. თქვენი გაზეთის მეშვეობით ვაცხადებ - თუ სიმართლე ვერ ვიპოვე, ზუსტად იმ მიწაზე გადავისხამ ბენზინს და თავს დავიწვავ!
- ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ შპს "ანრე 2006"-სა და შპს "სვაიას" უფლება არა აქვთ, იმუშაონ მიწის ამ მონაკვეთზე?
- არა აქვთ. ყველაფერი გადავამოწმეთ, მათ ჩვენი მიწიდან 1800 მეტრით დაშორებულ ნაკვეთზე აქვთ მუშაობის ლიცენზია, რომელიც ზემოთ, მთაშია
https://www.kvirispalitra.ge/justice/38075-...zis-ojakhs.htmlრეესტრის ამონაწერებიც არის ლინკზე, რომელიც ადასტურებს მოდავე მხარის სავარაუდო სიმართლეს
და ეს პუტინის მინეტშიცა აბოლებს ხალხს თქვენზე ვზრუნავო?