ამას წინათ ვწერდი რომ გადამაგდეს იბეიზე 2 ჯერ ოპერებზე..
თან ვითომ მიგზავნიდნენ უსა2ჯეორჯიას მისამართზე..
ერთი სელერი ფლორიდადან იყო, მეორე ფილადელფიიდან თუ დავუჯერებთ ექაუნთებს.
მოკლედ ორივესგან ოპერები ვიყიდე.. რომ გადავიხადე არაფერი მოუწერიათ, თრექინგები დაამატეს გამოგზავნეს..
ხოდა ერთ-ერთის რომ მივიდა, არ დამიფიქსირდა კაბინეტში.. უსა2ჯეორჯიამაც შემცა, გინდა თუ არა proof of delivery წარმოგვიდგინეო.. არ მოსულა არაფერიო
ეს სელერი ხმას არ მცემდა..უსპს-ს გავუტრაკე, ჯერ ვურეკავდი, მერე მეილებს ვწერდი:
და პასუხიც მივიღე, რისი წყალობითაც დავამტკიცე რომ მართალი ვიყავი:
ერთი ხელწერაა ორივეზე:
The package was addressed to a different name, and to a different address. You may want to contact the sender.
და მეორე ამანათზე მომწერეს ეგეთი რაღაც:
Address 1: 12 McCullough Dr. - ამ მისამართზე მივიდა..
როცა უსა-ს მისამართია Address 1: 8 McCullough Dr.
ასევე: ორივე ამანათი გამოგზავნილია ერთი და იგივე საწყობიდან:
HIGH POINT, NC 27263 - თუ დაინახავთ, რომ სელერის ლოქეიშენი სხვა არის, და ამანათი გამოგზავნილია აქედან, იცოდეთ 99% აფერისტია ქართველი. აქ მთავარი თემა ისაა, რომ ტიპი ხედავს მსგავს შიპინგ ადრეს, და თავისთვის იყენებს ჩვენს მიერ გადახდილ ფულს (მოთამაშე რასაც წერდა ამას წინათ დროპშიპინგზე), ეგ თემაა ზუსტად. ბევრი თავის სასარგებლოდ იყენებს ამ დროპშიპინგს..

ესე გამოიყურება პრუფ ოფ დელივერი, ვისაც გაინტერესებთ.. რაზეც უა2ჯეორჯიაზე მომწერეს ეს ჩვენი მისამართი არ არიო..
მოკლედ: სადაც ჭამთ, იქ ნუ ჯვავთ
და ვისაც გამოგადგებათ ეგ ინფორმაცია გამოიყენეთ
This post has been edited by tetevok on 22 Nov 2017, 00:47