აი აქ
http://www.bookplatform.org/images/activities/46/2sgeo.pdf წერია: ,,ბოლო 5 წელში გაყიდვებმა 7.7 მილიონს მიაღწია"
კ. ლორთქიფანიძის (აი კ წერტილი გვარი, ასე უნდა დაიწეროს და დიდება პარტიას!) 1979 წელს (გამომც. მერანის) გამოცემულ წინგში (მე–4 ტომი) კი არის ასეთი: ,,5 წელში წიგნების საერთო ტირაჟმა 7 მლნ–ს გადააჭარბა"
ანუ ტირაჟმაო (გაყიდვები ნაკლები იქნებოდა), მაგრამ დავუშვათ 7 მლნ გაიყიდა
12/13–ით 7.7 მლნ, ანუ გასაგებია
(2007–ით მხოლოდ 2.3, რამ გამოიწვია ის ამხელა ბუმი?)
საინტერესოა 13/14–დან ხუთწლედი, ანუ მიმდინარე, ვფიქრობ კიდევ უფრო გაზრდილია (ონიომანია გეომეტრიული პროგრესიაა) და სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება თარგმანები
ჰოდა რას იტყვით? ადრე წიგნები თაროს გასალამაზებლად უნდოდა ბევრს და მოარული ფრაზაც იყო, მაგრამ ახლა ეს ,,მოდა" ნამდვილად ,,გადავარდა" და დავიჯერო არ კითხულობენ და ისე ყიდულობენ? (მეც რამდენი მაქვს უაზროდ ნაყიდი, მაგრამ მაინც

)
არეულ დარულად მიწერია, მაგრამ აქ მაღალი ინტელექტის მქონეთ (ფორუმ.გე–ზე რომელი განყი დაგიდგებათ? ლიტერატურის, მეცნიერების ან კლასიკური მუსიკის? – მაგათ აქვთ კიდევ პრეტენზია და ამიტომ ვამბობ. ვინმეს ირონია რომ არ ეგონოს, ჩემი 100–ის ფარგლებშია და ისიც გამიმართლა) არ უნდა გაგიჭირდეთ საგნობრივი განხილვა თქვენთვის სასურველი მიმართულბით წარმართოთ

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფრაზები ,,განათლება სხვა რამეა და ცოდნა სხვა და ნაკითხი კიდევ სხვა", ,,ციფრებით არ იზომება" და მსგავსი ტრაფარატული ტრივიალიზმები ვიცით და გავიგეთ, რაც არ ვიცით ის თქვით
პ.ს. მივესალმები უფრო სრულ, გამოწვლილვით–ჩაძიებად სტატისტიკურ ფაქტებს, მათ ანალიზებს და სხვა ქვეყნებთან შედარებებს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გავჭედე ეე :/