ლინკი არასწორია მითითებული . სულ სხვა ნიუსიდან არის ეგ ფოტო
მოდერ ჩაასწორე რა
სააკაშვილმა ნაკრძალს გადაუფრინა
სააკაშვილმა ნაკრძალს გადაუფრინა
სააკაშვილი მიხეილ, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
გაზ. „ახალი თაობა“|№270 (1713)
2004
წყარო: „ახალი თაობა“. 2004წ. 30 სექტემბერი. გვ.2 №270 (1713)
გუშინ პრეზიდენტი სააკაშვილი ბორჯომის ხეობაში გაფრინდა, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ბორჯომის ხარაგაულის ნაკრძალი იწვის და უკვე სამას ჰექტარზე მეტია განადგურებული.
პრეზიდენტი სააკაშვილის თვითმფრინავი შემთხვევის ადგილას არ დაშვებულა და უკან, თბილისში დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ კომენტარი პრეზიდენტმა აეროპორტში გააკეთა.
- ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთად უნდა ვაქროთ ცეცხლი, ერთად უნდა ვებრძოლოთ სტიქიურ უბედურებებს.
- რატომ დაბრუნდით უკან?
მე დაჯდომას არ ვაპირებდი. თუ ძალიან მძიმე სიტუაცია დამხვდებოდა, დავჯდებოდი, მაგრამ ცეცხლი უკვე შემცირებულია, რეზერვისტებმა მიმასწრეს, ამას გივი თარგამაძე ხელმძღვანელობს. ჩემი ძმაც კი არის იქ, ოსიაურის ერთ-ერთი ნაწილის სამასი კაცი იქ არის გადასროლილი, ასევე ბარამიძეს ცალკე ჰყავს გამზადებული ათას კაცამდე, რომლებიც მზად არიან გასამგზავრებლად, თუ რამე გართულდა და საჭირო იქნება, ათი ათას კაცსაც გავაგზავნით. სიტუაცია კონტროლიდან რომ გამოსულიყო, ჩვენ იქ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვექნებოდა, რადგან ის ხის ჯიშები ძალიან ძვირფასია, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...971984d88ed8eb1მიშას თვითმფრინავია
This post has been edited by Choncxis mzera on 21 Nov 2017, 16:43