blacksabatჩემი რჩევა იქნება ეს:
ქართულ ფორუმზე კარგია რომ დებ ასეთ ფასიან რადგან ვიცი რა წვალებით შეიძლება იქნას მიღწეული ასეთი მასშტაბის ექაუნთი, მაგრამ ასეთ ფასად ექაუნთის გაყიდვა ქართულ ფორუმზე (სადაც 750$ თვიური ხელფასი არ ექნებათ) არ არის სწორი სტრატეგია.
ქვევით კი დაგიწერ სწორ სტატრეგიას:
1. დასერჩე საუკეთესო Travel Destinations - ნახე ყველა, ზაფხულის თუ ზამთრის, კორორტები. ამ კურორტებზე დასერჩე საუკეთესო სასტუმროები, Travel Agencies, გიდები და ა.შ. - ნახე მათი პირადი ვებ-გვერდები სადაც საკონტაქტო ინფორმაცია უწერიათ. მისწერე თითოეულს და დაელოდე პასუსხს. ვერ შეგპირდები, რომ 100 გაგზავნილი მეილიდან 100ივე პასუხი მოგივა მაგრამ დამიჯერე რამდენიმე აუცილებლად გამოჩნდება, დაინტერესდება და შეიძლება უფრო მაღალ ფასზეც კი იყოს თანახმა
2. ის რაც ზევით დავწერე შეიძლება გუგლის გარეშე გაკეთდეს. თავად ინსტაგრამზე მოძებნზე სასტუმროები, გიდები, სააგენტოები და მათ შესთავაზე (DM ხო იცი რაც არის? ხოდა სუბიექტური აზრია რომ DM არის საუკეთესო მარკეტინგული იარაღი ინსტაგრამზე. წარმოიდგინე ინსტაგრამზე შენი გაგზავნილი მესიჯი პირდაპირ მისდის მეორე ექაუნთის მაშინ როდესაც ფბ-ზე ინბოქსში არ ვარდება და სადღაც მეორად ფოლდერშია. ამიტომ გამოიყენე დმ-ი და ჩამოუარა ყველა სამიზნე ექაუნთს. ოღონდ ნამეტანი ბევრი დმ არ გააგზავნო, დღიური ლიმიტი დააწესე და ეცადე ამ ექაუნთიდან არ მისწერო რომელსაც ჰყიდი, არამედ შენი პერსონალური ექაუნთიდან მისწერე რომ ბევრი DM-ის გაგზავნისას რაიმე პრობლემა არ გაუჩინოს ინსტაგრამმა ამხელა Follower-ების მქონე გვერდს.)
3. ფბ-ზე მოძებნე იგივე ნიშაში ჯგუფები, ნელნელა დაემატა და ყველაში დაპოსტე შენი შეთავაზება
90K ფოლოუვერამდე აყვანა არ არის მარტივი საქმე, მაგრამ ეს ვერ გაგიკეთებს ფულს. მითუმეტეს 750 დოლარი ასე ჰაერიდან (მხოლოდ ფორუმზე დაპოსტვით) არ მოდის. ამიტომ ფასი კი არ უნდა ჩამოაკლო არამედ სხვა სტრატეგია აირჩიო

წარმატებები
This post has been edited by Skinheada on 14 Nov 2017, 22:27