თემქაზე ორი ავტომობილის დაჯახებისას, ორი არასრულწლოვანი გოგო გარდაიცვალა, ერთი კაცი კი მე-5 საავადმყოფოში მოათავსეს.
შემთხვევა დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები მშობლებს სკოლაში მიყავდათ რა დროსაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. 16 წლის გოგო მე-5 საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებით მიიყვანეს. მას დაზიანებები გულ-მკერდის, თავისა და მუცლის არეში აღენიშნებიდა. ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. რაც შეეხება 7 წლის ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი გოგოები 16-ის და 7 წლის არიან. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო.
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/36810/te...i-emskhverplnenსაწყალი ბავშვები